ფინეთის მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს კათოლიკეებთან ერთად აღნიშნავს

ფინლანდიის ეკლესიის კრება. ფოტო: сайт Финляндской Церкви

ფინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საბჭომ (ავტონომიური ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში), რომელიც ჩატარდა 27-დან 30 ნოემბრამდე ვალაამის მონასტერში, ჰეინევესში, გადაწყვიტა აღდგომა აღნიშნოს გრიგორიანული კალენდრით, ინფორმაციას ფინეთის ეკლესიის ოფიციალური ვებსაიტი  ავრცელებს.

საბჭოს წევრებმა ეს ინიციატივა კენჭისყრის შემდეგ 31 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ფინეთის ავტონომიური ეკლესია ერთადერთი მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელიც აღნიშნავს აღდგომას გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ერთად. ყველა ადგილობრივი ეკლესია, მათ შორის ახალი სტილით მცხოვრები, აღდგომას აღნიშნავს ალექსანდრიული კალენდრის მიხედვით.

მჟკ წერდა, რომ დუმენკოს თქმით, იულიუსის კალენდარი უკრაინელებს რუსეთმა დაუწესა.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.