უმე-ში მწვავე რეაქცია მოჰყვა ხელისუფლების ინიციატივას დაკანონდეს ევთანაზია
ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: facebook.com/Митрополит Антоний
უმე-ს საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი) თავის კომენტარში პორტალისათვის "მართლმადიდებლური ცხოვრება" განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან ინიცირებული პროექტი ევთანაზიის ლეგალიზებაზე, ქვეყანაში არსებულ დღევანდელ რთულ სიტუაციაში საზოგადოების საფუძვლიანი განხილვის გარეშე არ უნდა გამოჩნდეს. ეპისკოპოსი თვლის, რომ "ახლა ხელისუფლების პირველი ამოცანაა - შეუმსუბუქოს უბრალო ადამიანებს მდგომარეობა და დაეხმაროს მათ დაძლიონ კრიზისით გამოწვეული პრობლემები, და არა უბიძგონ თვითმკვლელობისკენ, თუნდაც "ლეგალურად".
მიტროპოლიტმა თქვა, რომ ნებისმიერი მკვლელობა ადამიანისა ადამიანის მიერ არის საშინელი ცოდვა, მაგრამ ამისი მონანიებაც შეიძლება. მხოლოდ თვითმკვლელებისთვისაა მონანიების გზა დაკეტილი, რადგანაც თავის მოკვლით ადამიანი მიდის მოუნანიებელი მკვლელების მარადიულ სამყოფელში, "ამიტომ ჩვენ არ შეიძლება არ გვაღელვებდეს თვითონ დაკანონების შესაძლებლობა თვითმკვლელობისა ქრისტიანულ ქვეყანაში."
ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ახლა ღებულობენ ბევრ უცნაურ კანონებს, ასე მაგალითად, "მსუბუქი ნარკოტიკების"გამოყენების ლეგალიზაცია ფორმალურად "სამედიცინო მიზნებით", მაგრამ ჩვენ "მშვენივრად გვესმის, რომ ბევრი გაუაზრებელი კანონი რამდენ გასაძვრენ ხვრელს ტოვებს ბოროტი გამოყენებისთვის".
ამიტომ მიტროპოლიტი შეშფოთებლია შესაძლო ბოროტი გამოყენების და უკანონობისა, რომელსაც გამოიწვევს "ასისტირებული თვითმკვლელობის" ფორმალური ლეგალიზება, იმის გათვალისწინებით, რომ "ახლა ხალხი ცხოვრობს არასახარბიელო ეკონომიკურ პერიოდში, ასეთი პროექტები გამომწვევად გამოიყურებიან."
როგორც მჟკ იტყობინება, უმაღლესი რადის ვიცე-სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა წარმოადგინა უკრაინის სამოქალაქო კოდექსის ცვლილებების კონცეპცია, რომელშიც ყველაფერ დანარჩენთან ერთად იქნება გათვალისწინებული ევთანაზია და ეგრეთწოდებული "ასისტირებული თვითმკვლელობა".
წაიკითხეთ ასევე
ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს
მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.
წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა
სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა
25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.
შაშიანში VI საუკუნის ქვითკირით ნაშენი საწნახელი და მარანი აღმოაჩინეს
აღმოჩენა ადრეულ შუა საუკუნეებში კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის განვითარების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.
მარტვილის მერმა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი ყვავილებით შეამკო
გიორგი ნაჭყებიამ წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად პატივი მიაგო წმინდანის ხსოვნას.
საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს ულოცავს სამხედრო მოძღვრის დღეს
25 სექტემბერს საქართველოში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე პირველად აღინიშნება. სიმბოლურია, რომ ეს დღე ღირსი გიორგი ჭყონდიდელის ხსენებას ემთხვევა.