მოსკოვის ს.სსკგ: „პოლიტკორექტული ლოცვა“აშშ-ს კონგრესში ღვთისგმობის ზღვარზეა

ემანუელ კლივერი, აშშ-ს კონგრესზე კითხულობს ლოცვას მდედრობითი ფორმით «ამინ». ფოტო: Reschenthaler

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო განყოფილების უფროსი, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი თვლის, რომ „პოლიტკორექტული ლოცვა“, რომელმაც აშშ-ს კონგრესში გაიჟღერა, ღვთისგმობის ზღვარზეა. ამის შესახებ მან განაცხადა ტელეარხ «Россия 24» ეთერში შაბათს, 2021 წლის 23 იანვარს.

117-ე  მოწვევის კონგრესის მუშაობის პირველ დღეს ამერიკელმა კონგრესმენმა ემანუელ კლივერმა, გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის პასტორმა, წაიკითხა შესავალი ლოცვა, რომელსაც პოლიტკორექტული უწოდა. „სახელითა ღვთისას“ მაგივრად მან თქვა „სახელითა მონოთეისტური ღმერთისა, ბრაჰმისა და ღმერთისა, მრავალი სახელით ცნობილისა“. ბოლოს კი კლივერმა წარმოთქვა «amen and a woman» („ამინ და ქალი“) - ეტყობა, სიტყვაში «amen» ინგლ. მან გაიგო «а men» – „კაცი“.

მიტროპოლიტ ილარიონის აზრით, ასეთი „პოლიტკორექტული ლოცვა“ ღვთისგმობის ზღვარზეა.

„ყველაფერი  უნდა იყოს თავის გონივრულ საზღვრებში, პოლიტკორექტულობის წესებითაც  კი არ შეიძლება შევიჭრათ იმაში, რაც მილიონობით ადამიანისთვის სიწმინდეს წარმოადგენს“, - განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო განყოფილების უფროსმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ, ქრისტიანებს, გვწამს მამა, ძე და სული წმინდა“.

„მართლაც, მამა, ძე და სული წმინდა  გენდერულად არანეიტრალური სახელებია და ფემინისტური მოძრაობის წარმომადგენლებისთვის ეს სახელები მიუღებელია. ამიტომ მათ შეცვალეს სწავლება წმინდა სამებაზე, სწავლება ღმერთზე, ღმერთს რაღაც სხვა სახელებს და ნაცვალსახელებს უწოდებენ, მათ შორის მდედრობით სქესშიც. ახლა ზოგიერთი პოლიტიკოსი თავს ვალდებულად თვლის დაიცვას პოლიტკორექტულობის, ჩემი აზრით, ეს უაზრო წესები. ეკლესიის თვალსაზრისით, ეს ყველაფერი  დაუშვებელი  ჩარევაა  იმაში, რაც მილიონობით მორწმუნესთვის სიწმინდეს წარმოადგენს“, - განმარტა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ აშშ-ს დემოკრატები  ოფიციალურ დოკუმენტებში არ ანსხვავებენ მამრობით და მდედრობით სქესს, მათ უარი თქვეს სიტყვებზე “he” და “she”.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.