ფრონტელი მებრძოლი - ლავრის პროვოკატორებზე: გული მტკივა, ამას რომ ვუყურებ

საომარი მოქმედებების მონაწილე მივიდა კიევ-პეჩორის ლავრაში სალოცავად. ფოტო: скриншот видео Telegram-канала «Перший Козацький»

უშძ-ის სამხედომოსამსახურემ, რომელიც 2023 წ. 22 ნოემბერს მივიდა კიევ-პეჩერის ლავრასთან ლოცვით დგომაზე, მკაცრად დაგმო ანტიეკლესიური „აქტივისტების“ ქმედებები, რომლებიც ცდილობდნენ ხელი შეეშალათ უმე-ს მორწმუნეთა ლოცვისთვის.

«Першому Козацьки» -ის კომენტარში მებრძოლი ყვებოდა, რომ რფ-ის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ის ევროპიდან უკრაინის დასაცავად ჩამოვიდა. ახლა ის არის ე.წ. „БМП-2“-ის მძღოლ-მექანიკოსი და მონაწილეობს ბრძოლებში კუპიანსკის მიმართულებით.

მებრძოლის სიტყვებით, ის შვიდი წლის ასაკიდან უმე-ს მრევლშია. კიევში ჩამოსვლისას, ყოველთვის მიდიოდა ლავრაში და ახლა მას „გული ტკივა“, როდესაც უყურებს, თუ რას სჩადიან პროვოკატორები ამ სიწმინდის კედლებთან.

„ისინი არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა ხდება წინა ხაზზე, მათ გამოფინეს პლაკატები და სრულ ქაოსს ქმნიან, - თქვა სამხედრომოსამსახურემ. - ჩემი ძმები ამ დროს შტურმში მონაწილეობენ, ეს გაუგებარი ადამიანები კი აქ დგანან და ცდილობენ, რომ ვიღაცას რაღაცა დაუმტკიცონ. უკეთესი იქნებოდა, დაედგათ კოლოფი უკრაინის შეიაირაღებული ძალების დასახმარებლად, დრონებისთვის ფული შეეგროვებინათ. მტკივა და მიმძიმს ეს ყველაფერი“.

მებრძოლმა აღნიშნა, რომ მის სამხედრო მეგობართა შორის არ არის დაყოფა იმის მიხედვით, „თუ რა სარწმუნოების აღმსარებელი ხარ და ვინ რა ენაზე ლაპარაკობს“.

„ჩვენი სამშობლოს დაცვაში ეს ხელს არ გვიშლის. და ის, რაც აქ ხდება, მხოლოდ ცირკია“, - თქვა ფრონტელმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ თავისუფალ ქვეყანაში არსებობს აღმსარებლობის თავისუფლება.

„ადამიანს უფლება აქვს აირჩიოს, სად იყოს, რა აკეთოს, რა თქვას. მე გავაკეთებ იმას, რისკენაც სულ ვისწრაფვოდი. ჩამოვედი თავისუფალი ქვეყნის დასაცავად და ვერავინ ვერ მიმითითებს, რა ვაკეთო, სად ვაკეთო და როგორ ვაკეთო. ...> მე მხარს დავუჭერ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. მე აქ გავიზარდე, მან აღმზარდა და ახლა აქ ვარ“, - თქვა სამხედრომოსამსახურემ.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მართალი პეტრე კალნიშევსკის ხსენების დღეს - უკრაინელ მებრძოლთა მფარველისა - კიევ-პეჩერის ლავრასთან ლოცვითი დგომის მონაწილეებმა წმინდანის ნაწილებთან უკრაინის დამცველთათვის ლოცვა აღავლინეს.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.