უმე-ს წინამძღვარი: საჭიროა ყოველთვის ქრისტესთან ყოფნა

უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი ონუფრი. ფოტო: news.church.ua

ყოველთვის უნდა ვიყოთ ქრისტესთან- როგორც სიხარულის, ასევე მწუხარებისა და დევნის დროსაც. ამაზე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, უნეტარესმა მიტროპოლიტმა კიევისა და სრულიად უკრაინის ონუფრიმ განაცხადა ქრისტეშობის საკვირაო ქადაგებაზე, 2021 წლის 10 იანვარს  საღმრთო წირვის დასრულების შემდეგ კიევ-პეჩორის ლავრის მიძინების ტაძარში.

ვიდეო ქადაგებები გამოაქვეყნა უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილებამ.

უნეტარესი ონუფრი მორწმუნეებს მოუყვა მართალი იოსების და ღვთისმშობლის ჩვილ მაცხოვართან ერთად ეგვიპტეში გაქცევის ამბავს და მოუწოდა სამწყსოს, იყვნენ მუდამ ქრისტესთან.

"ჩვენ უნდა ვიყოთ ქრისტესთან არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამბობენ "ოსანა!" , როდესაც ჩვენ გვაქებენ, როდესაც ჩვენ ამისათვის ტაშს გვიკრავენ, არამედ როდესაც გვეუბნებიან "ჯვარს აცვი". ქრისტესთან ყოფნა მაშინ, როდესაც ქრისტე შეურაცხყოფილია, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელიც ადამიანს შეუძლია მიართვას უფალს.უფალი დაგვეხმაროს ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვიყოთ ყოველთვის ქრისტეში, კეთილდღეობაშიც, მწუხარებასა და დევნაშიც, იმიტომ რომ ქრისტე-შეუცვლელი ჭეშმარიტებაა. და ის, ვინც მასთანაა, ყოველთვის გაიმარჯვებს,"-დაასკვნა უმე-ს წინამძღვარმა. 

შეგახსენებთ, ადრე მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა გამოაქვეყნა უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის საშობაო  ვიდეო მიმართვა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.