ამერიკელი პოლიტიკოსი: ზელენსკიმ აკრძალა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია
ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ტულსი გაბარდი. ფოტო: ABS news
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მმართველი ორგანოს ყოფილმა ვიცე-თავმჯდომარემ ტულსი გაბარდმა X-ის ქსელში განაცხადა, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია უკანონოდ გამოაცხადა და აკრძალა.
მისი თქმით ზელენსკიმ ასევე უკანონოდ გამოაცხადა ოპოზიციური პარტიები და „იყენებდა აბსოლუტურ ძალაუფლებას საომარი მდგომარეობის პირობებში საპრეზიდენტო არჩევნების გასაუქმებლად“.
ამავე დროს, გაბარდმა თქვა, რომ ჯო ბაიდენი „აგრძელებს თქვენი ჯიბიდან უკრაინის კორუმპირებული ავტოკრატიის ომის დაფინანსებას“.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა ბიზნესმენმა და მეწარმემ, SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, Twitter (X)-ის მფლობელმა ილონ მასკმა კომენტარი გააკეთა ტაკერ კარლსონის ინტერვიუზე უმე-ის ადვოკატ რობერტ ამსტერდამთან და თქვა, რომ უკრაინაში მღვდლებს იჭერენ.
მჟკ წერდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის ვივეკ რამასვამის თქმით, უკრაინა კრძალავს უმე-ს ქრისტიანებს ამერიკული ფულით.
წაიკითხეთ ასევე
ფოთის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას მიტროპოლიტი გრიგოლი აღასრულებს.
ალავერდის მონასტერში თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა
შეხვედრის თემა წმინდა ნინოს ცხოვრება, მისი სულიერი ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებები იყო.
საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს
ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.
თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა
არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა
წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.