მეუ-ს მომხრეებმა ზაბოლოტიეში უმე ტაძართან კონფლიქტის პროვოცირება მოახდინეს
მეუ-ს მომხრეები ადგილობრივ დეპუტატთან ალექსანდრ დერევიანჩუკთან ერთად. ფოტო: facebook.com
2020 წლის 4 იანვარს მეუ-ს მომხრეები ცდილობდნენ მორიგი კონფესიათაშორისი კონფლიქტის გაღვივებას იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის გარშემო როვენსკის ოლქის ვლადიმირეცკის რაიონის სოფელ ზაბოლოტიეში, იუწყება მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კორესპონდენტი.
განხეთქილების სტრუქტურის მომხრეებმა საკუთარი მიზნების გამო შეუკვეთეს პროვოკაციების რიგი მასმედიაში და ინვენტარიზაციის მოთხოვნის გამო პოლიციას ცრე ჩვენებებიც მისცეს. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეებმა ტაძარი შეინარჩუნეს.
„როგორც კი შვილთან ერთად საქმეებზე გავემგზავრე, დამირეკეს მრევლის წევრებმა და მითხრეს საეკლესიო კონფლიქტის პროვოკატორების შეკრების შესახებ სოფელში ტაძართან, - ყვება დეკანოზი ანდრია ბოზდომოვი, იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარი ზაბოლოტიეში. - თურმე ინვენტარიზაციას ითხოვდნენ, პოლიციაც კი გამოიძახეს“.
როგორც კონფლიქტის თვითმხილველები ყვებოდნენ, პოლიცია სოფელში ჩამოვიდა განცხადების საფუძველზე, რომელიც უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეებმა დაწერეს. განცხადებაში ეწერა, რომ მღვდელს სულ რაღაც გააქვს ეკლესიიდან.
„რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მაგრამ მე გამეცინა, იმიტომ რომ იმ დროიდან, რაც წინამძღვარი ვარ, ყველაფერი ეკლესიაში მიმაქვს, - კომენტარს აკეთებს მამა ანდრია. - ამასწინათ ნაძვის ხე მივიტანე, ხატები მიმქონდა. პოლიციამ ეს ჩაწერა და წავიდა, ღვთის მადლით, მეამბოხეებს კი აუხსნა, რომ ძალადობრივი ინვენტარიზაცია მათ კომპეტენციაში არ შედის“.
როგორც შემდგომში აღმოჩნდა, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეები წინასწარ ემზადებოდნენ „ინვენტარიზაციისთვის“. წინადღით მასმედიაში გაჩნდა რამდენიმე სტატია, რომელთა მაღალფარდოვანი სათაურები იუწყებოდნენ, რომ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წააგო სასამართლო როვენშჩინის ტაძრის გამო.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სარნენსკის ეპარქიის სამართალდამცავი ამტკიცებს, რომ საკულტო ნაგებობის მოხმარების საკითხი სასამართლო წესით განხილული არ ყოფილა.
„ეს კამათი უნდა განიხილებოდეს სამეურნეო სასამართლოზე და ის ჯერ წინაა, - კომენტარს აკეთებს სამართალდამცავი რაისა პრიხოდკო. - ახლა მიმდინარეობს შემდგომი გასაჩივრების სასარჩელო განცხადებების მომზადება უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანების რეგისტრაციის კანონიერების შესახებ“.
მართლაც, კონფესიათაშორისი კამათი ზაბოლოტიეში 2019 წლის იანვარში დაიწყო, როგორც ყოველთვის, ხელმოწერების შეგროვებისა და პროვოკაციული კითხვის შემდეგ: „გინდათ უკრაინული ეკლესია?“. ივლისში კი, სამრევლო კრებების შედეგების იგნორირების შემდეგ, სადაც უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეებმა მხოლოდ 20 ხმა მიიღეს 190 წინააღმდეგ, მათ გამართეს შეკრებები და დაარეგისტრირეს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანება.
„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეები შეგნებულად ქმნიან პრეცედენტს, რომ გაამწვავონ სიტუაცია, - თქვა დეკანოზმა ვიქტორ ზემლიანოიმ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის როვენსკის ეპარქიის კონფესიათაშორისი საკითხების დარეგულირების განყოფილების ხელმძღვანელმა. - ეკლესია ღვთის სახლია და არა პლაცდარმი ჩხუბისთვის, კამათისთვის და სიცრუისთვის. მართლაც, ყველა ამ მეთოდს მიმართავენ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივისტები, რომ წაართვან ტაძრები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს“.
ამ შემთხვევაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა შეძლეს დაპირისპირებისა და მოგონილი ინვენტარიზაციის თავიდან აცილება, მაგრამ ისინი მაინც ღელავენ, რომ პრობლემები ტაძრის გარშემო ამით არ დამთავრდება და ყველას თხოვენ, რომ ილოცონ მშვიდობისთვის ზაბოლოტიეში.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, 2019 წელს როვენსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციამ ჩაატარა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური გაერთიანების უკანონო გადარეგისტრირება ზაბოლოტიეში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.