ამერიკელი პოლიტიკოსი: არის თუ არა უკრაინა დემოკრატიული? შეხედეთ რას უკეთებენ უმე-ს

ვივეკ რამასვამი. ფოტო: rbc

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ვივეკ რამასვამი მიიჩნევს, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დევნის გამო, უკრაინას არ შეიძლება ეწოდოს დემოკრატიული ქვეყანა.

ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში ვივეკ რამასვამიმ თქვა, რომ ის პუტინს შესთავაზებს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაცია დატოვებს ჩინეთთან სამხედრო ალიანსს და სანაცვლოდ უკრაინა ნატოში არ მიიღება.

მორგანის კითხვაზე, მისცემდა თუ არა ის პუტინს უკრაინის სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს ტერიტორიას, რამასვამიმ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ უკრაინა არ არის დემოკრატიული სახელმწიფო.

როდესაც მორგანი არ დაეთანხმა ამ სიტყვებს, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკრაინა არ არის დემოკრატიული ქვეყანა და დაადასტურა თავისი პოზიცია სიტყვებით: „ნახე რას უკეთებენ ისინი უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ამერიკელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ტაკერ კარლსონი ადვოკატ ბობ ამსტერდამთან საუბრისას აღშფოთებული იყო უკრაინის ხელისუფლების დევნით უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ.

მოგვიანებით, ამერიკელმა ბიზნესმენმა და მეწარმემ, SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, აღმასრულებელმა დირექტორმა, X (Twitter)-ის მფლობელმა ილონ მასკმა კომენტარი გააკეთა ტაკერ კარლსონის ინტერვიუზე უმე-ის იურისტ რობერტ ამსტერდამთან.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.