უმე-ში უარყვეს ინფორმაცია რმე-ს სინოდის მიერ საკუთარი უფლებების შეზღუდვაზე

დეკანოზი ნიკოლაი დანილოვიჩი. ფოტო: Апостроф

რიგი უკრაინული მის-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რმე წმინდა სინოდმა ბოლო სხდომაზე თითქოსდა შეზღუდა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი უფლება, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამის შესახებ უმე -ს სპიკერმა, დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა დაწერა თავის ტელეგრამ-არხზე ოთხშაბათს, 2020 წლის 30 დეკემბერს.

კერძოდ, მან დააზუსტა, რომ საქმე ეხება რმე სინოდის 29 დეკემბრის N113 სხდომის ჟურნალს, რომელშიც საუბარია, რომ წმინდანთა წირვის ტექსტები თვითმმართველმა ეკლესიებმა უნდა შეათანხმონ პატრიარქთან.

დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა განმარტა, რომ მოცემული გადაწყვეტილება არ ეხება უმე, რომლის სტატუსიც თვითმმართველ ეკლესიებზე მაღლაა და „ჩვენ დიდი ხანია, რამ ვახდენთ წმინდანების კანონიზაციას და ვადგენთ წმინდანთა ღვთისმსახურების ტექსტებს, რმე-თან შეთანხმების გარეშე. და არა გვგონია, რომ სიტუაცია შეიცვალოს ჩვენი უფლებების შეზღუდვის მხარეს“.

„რასაკვირველია, ხდება ზოგერ, რომ რმე-ს სინოდის ზოგიერთი გადაწყვეტილება, რომელშიც ნახსნებია უმე, განიმარტება ისე, როგორც ამას ჩვენი მის-ები აკეთებენ. თუმცა, ჩვენი ეკლესიის ცხოვრების რეალიები სულ სხვაგვარია. უმე იზრდება და ვითარდება და მისი ცხოვრების ზოგიერთი ასპექტის უკან დაბრუნება გარკვეული მარეგლამენტირებელი  დოკუმენტის ჩარჩოებში უკევ საკმაოდ რთულია და ზოგჯერ, შეუძლებელიც კი“ - ხაზი გაუსვა მან.

 შეგახსენებთ, რომ ადრე უმე-ს სპიკერმა უარყო გავრცელებული ხმები ფანარიონის მეთაურის კიევში 2021 წელს დაგეგმილი ვიზიტის შესახებ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.