ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი რმე-ს შეუერთდა
მღვდელმსახური იოანე ფორტომასი.ფოტო : Facebook
ბერძნულ მართლმადიდებელი ეკლესიის იდრის, სპეტისა და ეგინას ეპარქიების მღვდელი იოანე ფორტომასი შეუერთდა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას. ამის შესახებ მღვდელმა განაცხადა 2020 წლის 28 დეკემბერს ვიდეომიმართვაში.
მღვდელმა განაცხადა, რომ დეკემბრის დასაწყისში მონრეალისა და კანადის საზღვარგარეთ რუსული ეკლესიის არქიეპისკოპოსმა გაბრიელ (ჩემოდაკოვმა) მიიღო ის თავის ეპარქიაში.
ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის დატოვების შესახებ განცხადების განმარტებისას, იოანემ განაცხადა, რომ ეს გააკეთა ფანარიონის უკრაინაში მოქმედებების გამო.
მისი სიტყვებით, „2018 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქატმა აღიარა კიევში განხეთქილების მოსურნე ორი ან მეტი ჯგუფის ლეგიტიმურობა და გამოაცხადა ისინი ავტოკეფალიურ ეკლესიად... დანარჩენის თანხმობის გარეშე და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს მან უკრაინაში კანონიკური ეკლესიის ხარჯზე გააკეთა, რომელსაც უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი ხელმძღვანელობს“.
მან ხაზი გაუსვა, რომ „ამდენად, კონსტანტინოპოლის პატრიარქატმა არა მხოლოდ დააკანონა განხეთქილების მომხრენი, არამედ გააკეთა ეს უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის ხარჯზე, რომელსაც ეკუთვმის მორწმუნეთა უმრავლესობა უკრაინაში, რამაც მოახდინა ძალიან სამწუხარო მოვლენების სერიის პროვოცირება“.მაგალითის სახით მღვდელმა იოანემ მოიყვანა შემთხვევები, როცა „განხეთქილების მომხრენი იტაცებენ მრევლს, ცემენ მღვდლებს, მორწმუნეებს, ხშირად სიკვდილის პირამდე, ხოლო პოლიცია და სახელმწიფო ხელისუფლება ამაზე თვალს ხუჭავს“.
„ თქვენ მკითხავთ: „ რა საერთო აქვს ამას თქვენთან და ჩემთან?“ როცა იტანჯება ქრისტეს სხეულის ერთი წევრი, იტანჯებიან სხვა წევრებიც და რაღაც მომენტში ვინმე უნდა ადგეს და თქვას: „შეჩერდი!“, - ხაზი გაუსვა მღვდელმა.
მან განაცხადა, რომ „ამ დროისთვის განხეთქილების შედეგებმა სრულად შეაღწია ბერძნულ მართლმადიდებლურ სამყაროში და რასაკვირველია, არსებობს საკითხები, ისეთი, როგორიცაა იმათი საიდუმლოს სინამდვილე, ვინც განხეთქილებაშია“.
მღვდელი იოანე თვლის, რომ განხეთქილების მომხრეთა საიდუმლო არაა ნამდვილი და „ამ ადამიანებს არ გააჩნიათ სამოციქულო მემკვიდრეობა“, რადგანაც ისინი „თვითწმინდანები“ არიან.
მან ხაზი გაუსვა, რომ მეუ-ს თომოსი ეს არის „სრული ფარისევლობის დაკანონება“ და ეკლესიაში „წითელი ხაზის გადაკვეთა საეკლესიო კანონებთან, ეკლესიის წესებთან, დოგმატებთან და მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგად წესთან დაკავშირებით“.
„ამიტომაც მე მივიღე გადაწყვეტილება შევუერთდე რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ ყველაფრის საფუძველზე. და ამის გარდა, არა რაიმე აბსტრაქტულ წარმოდგენებზე იმის შესახებ, რაც ხდება, არამედ დავინახე განხეთქილების შედეგები უკრაინაში, რომელიც პირდაპირ ჩემს თვალწინ თამაშდება, როცა ვმსახურობდი უნგრეთში, კონსტანტინოპოლის პატრიარქატის ერთ-ერთ მრევლში“,- ამბობს მღვდელმსახური.
„მე დავინახე განხეთქილების შედეგები და იმ მომენტამდე მივედი, რომ არ შემეძლო სუფთა სინდისით მსახურება კონსტანტინოპოლის პატრიარქატში მას შემდეგ, რაც მან ისეთი ქმედებები ჩაიდინა სახარებისა და მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური ტრადიციის წინააღმდეგ, ახდენდა რა საკუთარი თავის, მეტ-ნაკლებად, აღმოსავლეთის პაპის ტიპად პოზიციონირებას“, -ხაზი გაუსვა მან.
მღვდელმსახურმა იოანემ ასევე აღნიშნა, რომ „იმ მომენტამდე მივიდა, რომ უკვე ვეღარ გრძნობდა თავს წირვის აღმვლენად და ასეთ პირობებში მსახურად“. მისი სიტყვებით, „ყოველი წირვა იყო ტანჯვა. ეს იყო ტანჯვა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“.
მან შეგვახსენა, რომ „ბერძენი მართლმადიდებელი მღვდელმსახურები პირველად როდი უერთდებიან რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას“, ხოლო „რუსული მართლმადიდებლური ეკლესია პირველად როდი ეხმარება ბერძენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს“.
„უახლოეს ისტორიაში მრავალი მაგალითია იმის, როცა ეს ხდებოდა და როცა ეს მათ საშუალებას აძლევდა ეცხოვრათ ბერძნული მართლმადიდებლური რწმენით თავისუფლად, რაიმე გარეგანი ზეწოლის ან რამე მოთხოვნის გარეშე, ამიტომაც ძალიან მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობის“, - თქვა მამა იოანემ.
თავისი მრევლისადმი მიმართვისას მან განაცხადა, რომ „ჩვენი ამოცანაა ჩამოყალიბდეს მრევლი რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მაგრამ ბერძნული მართლმადიდებლური წესებისა და ტრადიციების დაცვით. ამის გაკეთება და წარმატების მიღწევა ერთი მღვდლის საქმე როდია; ის მოითხოვს მორწმუნეთა მონაწილეობას“.
ადრე მჟკ წერდა, რომ მღვდელი დიდი ბრიტანეთის უკე (უკრაინილი ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია) - დან გადავიდა რმე-ში.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.