რუმინეთის ეკლესიაში განაცხადეს, რომ მოლდოვის სამრევლოები უნდა შეუერთნენ მათ
რუმინეთის ეკლესიის სინოდის წევრები. ფოტო: mitropoliabasarabiei.md
2023 წლის 26 ოქტომბერს რუმინეთის საპატრიარქოს ბესარაბიის მიტროპოლიამ განაცხადა, რომ მოლდოვის ყველა მართლმადიდებლური სამრევლო მათ უნდა შეუერთდეს.
ბესარაბიის მიტროპოლიაში არ ცნეს აკრძალვა, რომელიც მოლდოვის ეკლესიის სინოდმა დააკისრა 6 კლირიკოსს რუმინეთის საპატრიარქოში გადასვლის გამო და განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონებს.
გარდა ამისა, რუმინეთის საპატრიარქოს მიტროპოლიაში განაცხადეს, რომ ისინი რჩებიან „მტკიცენი მათ მისიაში ემსახურონ თავიანთ მორწმუნეებს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებისა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების შესაბამისად, წინ წამოწიონ რუმინული ღირებულებები და იდენტობა მოლდოვის რესპუბლიკაში“.
„საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, დარწმუნებულები ვართ, რომ ჭეშმარიტება და სამართლიანობა ზეიმობს, ამიტომ ჩვენ სიყვარულითა და ერთობით ჩვენი პრინციპებისა და რწმენის ერთგულნი ვრჩებით“, - ხაზი გაუსვეს მიტროპოლიაში.
იქ ირწმუნებოდნენ, რომ „ყველა ღონეს იხმარენ, სანამ მოლდოვის რესპუბლიკის ყველა მართლმადიდებლური სამრევლო დედა-ეკლესიის წიაღში არ დაბრუნდება“.
„ეს არა მარტო ფორმალურ მიერთებას ნიშნავს, არამედ ყოველი მღვდლის, დიაკვნის, ბერის, მონაზვნის ან მორწმუნის ჭეშმარიტი მსახურების უზრუნველყოფას, რომელიც თავისუფალია ჩვენი ხალხისთვის უცხო იდეოლოგიების მიერ ნაკარნახევი შეზღუდვებისგან“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნებულია რუმინეთის საპატრიარქოს ბესარაბიის მიტროპოლიის საიტზე.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ბესარაბიის მიტროპოლიაში თვლიან, რომ მოლდოვის ეკლესიის სინოდი - „თვითგანცხადებულია“, ხოლო მისი იერარქია „რუსული სამყაროს“ მიერ არის ინდოქტრინირებული.
მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა
19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.