უმე-ს საზოგადოება ვასლოვიცში, რომელსაც მეუ-მ წაართვა ტაძარი, ქუჩაში ლოცულობს
ლიტურგია ვასლოვოვცში. ფოტო: facebook.com/orthobuk
2023 წლის 22 ოქტომბერს, ჩერნივცი-ბუკოვინის ეპარქიის სოფელ ვასლოვიცის უმე-ს თემის მოძღვარმა, დეკანოზმა იოანე კუზმა ლიტურგია აღავლინა პატარა სამლოცველოში, ხოლო მორწმუნეები ღია ცის ქვეშ ლოცულობდნენ, იუწყება ჩერნივცი-ბუკოვინის ეპარქიის პრესსამსახური.
ეპარქიაში განაცხადეს, მეუ-ს წარმომადგენლების მიერ ტაძრის მიტაცების გამო სოფელ ვასლოვიცის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის 100-ზე მეტი მრევლი ქუჩაში ლოცულობს.
„როგორც ჩვენი წინამძღვარი, უნეტარესი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონუფრი ამბობს: „ღმერთი კედლებში კი არ ცხოვრობს, არამედ გულებში“; ჩვენ გვჯერა, რომ მღვდელსა და მორწმუნეებს მსახურების დროს, რომლებმაც არ უღალატეს წინაპრების რწმენას, ღმერთმა აგრძნობინა, რომ მათ გულებში ცხოვრობს“, - ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.
სამლოცველოს კურთხევა 1993 წელს ჩერნივცისა და ბუკოვინას მაშინდელმა ეპისკოპოსმა ონუფრიმ შეასრულა. სამლოცველოს შენობა სამსხვერპლოდ გამოიყენეს, მის ირგვლივ ტერიტორიაზე კი მრევლი ლოცულობდა ღია ცის ქვეშ.
შეგახსენებთ, რომ ვასლოვიცში, ჩამოსულმა ტიტუშკებმა ბალკლავებში მიიტაცეს უმე-ის ტაძარი.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.