მიტროპოლიტი ანტონი:უმე-ს მრავალმილიონიან მრევლსაც ფანარიონი მხოლოდ იტანს?
ბროვარისა და ბორისპოლის მიტროპოლიტი ანტონი. ფოტო: dnesnews.ru
ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა ანტონმა (პაკანიჩმა) ტელეარხთან «Россия 24» ინტერვიუში კვლავ კომენტარი დაურთო კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს გამონათქვამს იმის შესახებ, რომ ის „დროებით იტანს“ მიტროპოლიტ ონოფრეს.
„თუ პატრიარქი ბართლომე იტანს უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საეპისკოპოსს, რა უნდა ვთქვათ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალმილიონიან მრევლზე? ის გვიტანს ჩვენ ჩვენს მშობლიურ მიწაზე. ეს საერთოდ ცდება ცხოვრების ნორმალური აღქმის ფარგლებს. უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საეპისკოპო არასდროს არ შედიოდნენ პატრიარქ ბართლომეს იურისდიქციაში, ამიტომ რა გადაწყვეტილებები შეიძლება მიეღო მას ჩვენს მიმართ?! მართლმადიდებლურ ცხოვრებაში და მსოფლიოში ასეთი რამე არასდროს არ ყოფილა“, - ხაზი გაუსვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა.
მიტროპოლიტ ანტონის სიტყვებით, წესები, რომლის დაარსებაც სურს პატრიარქ ბართლომეს, არ ეფუძნება ისტორიულ გამოცდილებას, მართლმადიდებელი ეკლესიის წესებსა და კანონებს და არ ემთხვევა უამრავი მოწამის რწმუნებებს.
„ჩვენ ის-ღა დაგვრჩენია, რომ მწუხარება გამოვთქვათ პატრიარქ ბართლომეს გამონათქვამების გამო, რომელთა გამო ზარალდებიან კონკრეტული ადამიანები და ირღვევა მართლმადიდებლური ერთიანობა“, - აღნიშნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა.
შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ გამომცემლობა „ცეკვარიუმის“ («Церквариум») წერილზე განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აღარ არსებობს და ის „დროებით იტანს“ უკრაინაში უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს.
როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იტყობინებოდა, დუმენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია მიმართავს ფანარს საპატრიარქოს შესახებ თხოვნით
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.