ეპიფანე რჩება ერის კაცად - პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია

პოლონეთის ეკლესიის სინოდის შეკრება. ფოტო: pravda.com.ua

2020 წლის 17 დეკემბერს ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტ საბას კანცელარიამ telegram-არხის "ეკლესია დღს'' ადმინისტრაციის მოთხოვნაზე განაცხადა, რომ პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია თვლის, რომ ეპიფანე დუმენკო ერის კაცია.

მიტროპოლიტ საბას კანცელარიამ კომენტარი გააკეთა პოლონეთის ეკლესიის იერარქმა 2020 წლის 30 ნოემბრის მოწოდებაზე  უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის შესახებ.

კანცელარიაში განმარტეს, რომ პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წერილი გააგზავნა „ყველა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვართან, მათ შორის მიტროპოლიტ ონუფრისთან, რომელსაც ძალიან ვაფასებთ და ვლოცულობთ მისთვის“.

„ჩვენი ეკლესიის იერარქები თავის მოწოდებაში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ მართლმადიდებლობის თანამედროვე გაყოფაზე  ლიტურგიული თანაზიარობის თვალსაზრისით. ამის შეწყვეტა ტკივილს აყენებს მორწმუნე ხალხს, განსაკუთრებით დღეს, როცა სატანა ებრძვის წმინდა ევქარისტიას“, - ნათქვამია წერილში.

მიტროპოლიტ საბას კანცელარიაში ხაზი გაუსვეს, რომ პოლონეთის ეკლესიის დამოკიდებულება უკრაინისადმი არანაირად არ იცვლება. ბოროტება ბოროტებად რჩება და ეს ბოროტება არის განხეთქილება“, ხოლო „ეგრეთ წოდებული „მიტროპოლიტი“ ეპიფანე რჩება ერის კაცად“.

„მართლმადიდებლობაში არ არის ორი ეკლესიოლოგია - არის ერთი, ყველასთვის საერთო. კომენტარები ზემოხსენებულ მოწოდებაზე ნათლად ადასტურებენ მათი ავტორების სულიერი შეგრძნებების დაკარგვაზე, ეს კი პოლონეთის  მართლმადიდებელი ეკლესიის ტკივილია“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პოლონეთის ეკლესია გამოხატავს შეშფოთებას მართლმადიდებლობაში გაყოფის გამო.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.