პოლიციამ მაინც აღძრა საქმე ლავრასთან მძვინვარე პროვოკატორების წინააღმდეგ

,,ანტიეკლესიური'' აქტივისტები კიევ-პეჩერის ლავრასთან. ფოტო: скриншот видео из Telegram-канала «Перший Козацький»
2023 წლის 13 ოქტომბრის საღამოს, პეჩერის რაიონული პოლიციის დეპარტამენტმა, ორკვირიანი დაყოვნების შემდეგ, მაინც შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და აღძრა სისხლის სამართლის საქმე 18 სექტემბერს კიევ-პეჩერის ლავრასთან უმე-ის ღვთისმსახურებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე. ამის შესახებ მონასტრის ადვოკატმა, დეკანოზმა ნიკიტა ჩეკმანმა ტელეგრამ-არხზე დაწერა.
„პეჩერის პოლიციამ საბოლოოდ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება! - დაწერა მან. - დაწყებულია წინასწარი გამოძიება. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება ეფექტური და ყველა დამნაშავე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა!“ წინასწარი გამოძიების ერთიანი რეესტრის ამონაწერში ნათქვამია, რომ პოლიციის დეპარტამენტმა საქმის გახსნის შესახებ პეჩერის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ 12 ოქტომბერს მიიღო, თუმცა სასამართლომ იგი 29 სექტემბერს გაგზავნა. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის პირველი ნაწილით(რელიგიური ცერემონიის უკანონო ხელის შეშლა, რომელიც არღვევდა ან ემუქრებოდა რელიგიური ცერემონიის ჩაშლას). პროვოკატორებს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მჟკ წერდა, რომ მთლიანობაში, კიევ-პეჩერის ლავრის ადვოკატებმა უკვე წარადგინეს 10 განცხადება პეჩერის პოლიციის განყოფილებაში "აქტივისტების" უკანონო ქმედებების შესახებ, რომლებიც კვალიფიცირდებოდა უკრაინის კანონმდებლობის 180 მუხლის 1 ნაწილით. სამართალდამცავებმა ყველა მოთხოვნა უგულებელყვეს. ადვოკატებმა პოლიციის უმოქმედობის ყველა ფაქტი სასამართლოში გაასაჩივრეს. დღემდე, მოსამართლეებმა პოლიციას დაავალეს ოთხი სისხლის სამართლის საქმის წარმოება 180 მუხლის დარღვევაზე და კიდევ ერთი - ლავრასთან გაზის სპრეის გამოყენებით უმე-ის მრევლზე თავდასხმის ფაქტზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
წაიკითხეთ ასევე
ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა ათონის მთაზე პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარი ათონის მთაზე 24 ოქტომბრამდე დარჩება, მთავარი გაჩერება კი ზოგრაფის მონასტერი იქნება.
პატრიარქმა შიო III-მ „ღირებულებითი განათლების“ კლუბების ხელმძღვანელები მიიღო
გადამზადების მეორე ეტაპის მონაწილე სასულიერო პირებს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ჯვრები გადასცა.
ბაგრატის ტაძარში მიტროპოლიტ კალისტრატეს მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა
განსვენებული მღვდელმთავრის დაბადებიდან 88 წლისთავზე პანაშვიდი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აღასრულა.
მიტროპოლიტი გიორგი: „ქრისტიანობა საქართველოში დღესაც არის ცოცხალი ტრადიცია“
ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტმა საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ერს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღების 1700 წლისთავი მიულოცა და მართლმადიდებლური სარწმუნოების, საეკლესიო ერთობისა და პატრიარქ ილია II-ის ღვაწლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მიტროპოლიტი დამასკინოსი: „ჩვენი ეკლესიები საუკუნები მხარდამხარ მიდიოდნენ წინ“
საბერძნეთის ეკლესიის წარმომადგენელმა საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მიულოცა და ორი ერის სულიერ კავშირებსა და პატრიარქ ილია II-ის ღვაწლზე ისაუბრა.
მიტროპოლიტმა ონოფრემ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა
„ჩვენ სათუთად ვუფრთხილდებით ჩვენს ეკლესიებს შორის არსებულ ძმურ ერთობას“ — უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა საქართველოს ისტორიულ გზაზე ქრისტიანული სარწმუნოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.