ლავრაში წინამძღვარი მეთაურობდა კიევ-პეჩერის ახლო მღვიმეში დავანებულთა კრების დღესასწაულებს

საღმრთო ლიტურგია კიევ-პეჩერის ლავრაში. ფოტო: news.church.ua

2023 წლის 11 ოქტომბერს კიევ-პეჩერის ახლო მღვიმეში დავანებულთა კრების დღესასწაულზე კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ ჩაატარა ღვთისმსახურება ლავრის ღირსი აღაპიტე პეჩერელის ტაძარში. ამის შესახებ იუწყება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

წინამძღვართან ერთად თანამსახურებდნენ უმე-ს საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი, საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების უფროსი, ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტი კლიმენტი, ლადიჟინსკის არქიეპისკოპოსი სერგი, პეტროპავლოვსკის არქიეპისკოპოსი ანდრია, ზგუროვსკის ეპისკოპოსი ამბროსი, ვიშნევსკის ეპისკოპოსი სპირიდონი, ირპენსკის ეპისკოპოსი ლავრი, ბოროდიანსკის ეპისკოპოსი მარკოზი, გოსტომელსკის ეპისკოპოსი არკადი, მონასტრის სამღვდელოება და სტუმრები სამღვდლო ხარისხში.

სადღესაწაულო ღვთისმსახურებაზე ლოცულობდა ასობით მომლოცველი მთელი უკრაინიდან.

მცირე გამოსვლისას უნეტარესმა მღვდელმთავარმა მონასტრის ბინადრებს  საეკლესიო ჯილდოები გადასცა.

სახარების წაკითხვის შემდეგ წინამძღვარმა ქადაგებით მიმართა მრევლს. ის ყვებოდა სამონაზვნო გმირობის არსზე, იმაზე, რომ აუცილებელია გაჭირვების ღირსეულად გადატანის სწავლა, საკუთარი თავის სრულყოფა მარხვისა და ლოცვის საშუალებით.

ღვთისმსახურების მონაწილეებმა აღავლინეს საგანგებო ლოცვა უკრაინაში მშვიდობისთვის, მტრისგან განთავისუფლებისთვის, უკრაინელი ხალხისთვის, ხელისუფლებისთვის და მეომრებისთვის, ხალხისთვის, ვინც ომისგან დაზარალდა და მათთვის, ვინც ეხმარება შეჭირვებულებს.

ლიტურგიის შემდეგ მღვდელმსახურებმა აღავლინეს სადიდებელი ლოცვა  კიევ-პეჩერის ღირს მამათა ხატთან. წინამძღოლმა ყველას მიულოცა დღესასწაული და აკურთხა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 2023 წ. 8 ოქტომბერს უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ ტაძრის დღესასწაულზე საღმრთო ლიტურგია ჩაატარა კიევის სალომენსკის რაიონის ღირსი სერგი რადონეჟელის სახელობის ტაძარში.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.