ფანარიონის იერარქმა რკე-ის კარდინალებს აუხსნა, თუ როგორ „მუშაობენ“ კრებები მართლმადიდებლობაში
რომის პაპი და ეპისკოპოსი იობი (გეჩა). ფოტო: Vatican News
2023 წლის 9 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელი, ეპისკოპოსი იობი (გეჩა) გამოვიდა „სინოდალური სამართლის მსოფლიო სინოდზე“, იუწყება გამომცემლობა catholicnewsagency.com.
სინოდი, რომელიც ამჟამად ვატიკანში მიმდინარეობს, ამ მხრივ პირველია და მასში ერისკაცებიც არიან გაერთიანებულები ხმის უფლებით.
ფანარიონის იერარქის სიტყვებით, ამ კათოლიკური ასამბლეის სინოდალურობის (კრებითობის, - რედ.) განმარტება მართლმადიდებლური გაგებისგან „ძლიერ“ განსხვავდება.
პირველი მსოფლიო კრების ტექსტების მოშველიებით, ეპისკოპოსმა იობმა განუმარტა კათოლიკებს, რომ „კრება - ეპისკოპოსთა სათათბირო შეკრებაა და არა კლირიკოსთა და ერისკაცთა საკონსულტაციო შეკრება“.
„ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სინოდალობის გაგება მართლმადიდებლურ ეკლესიაში ძალიან განსხვავდება სინოდალობის იმ განმარტებისგან, რომელსაც იძლევა ჩვენი სამღვდელმთავრობო სინოდის ახლანდელი კრება“, - თქვა მან.
ფანარიონის იერარქი ყვებოდა, თუ როგორ ტარდება კრებები აღმოსავლეთის ეკლესიაში. მისი სიტყვებით, იყო „გარკვეული ისტორიული ვითარება“, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია გადაწყვეტილებების მისაღებად ერისკაცებს მიმართავდა. გამონაკლისს წარმოადგენს კვიპროსის ეკლესია, სადაც ეპისკოპოსთა არჩევის პირველ ეტაპში ერისკაცები მონაწილეობენ.
„მაგრამ კვიპროსის ეკლესიის შემთხვევა თანამედროვე მართლმადიდებლობაში გამონაკლისია, სხვა შემთხვევებში სინოდალობის პრაქტიკა გულისხმობს მხოლოდ ეპისკოპოსთა კრებას“, - თქვა მან და აღნიშნა, რომ კრიტეს კრებაზე იყო „62 მრჩეველი, რომელთა შემადგენლობაში შედიოდნენ კლირიკოსები, ბერები და ერისკაცები სიტყვისა და ხმის მიცემის უფლების გარეშე“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ვატიკანში, კათოლიკურ ეპისკოპოსთა სინოდში ფანარიონის იერარქიც მიიღებს მონაწილეობას.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.