ეკლესია არ ემსახურება პოლიტიკური პარტიების ინტერესებს, - სერბეთის ეკლესიის ეპარქია

სმე-ს მრევლი მსახურებაზე. ფოტო: eparhija-prizren.com

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რაშკო-პრიზრენის ეპარქიაში განაცხადეს, რომ ეკლესია არ ემსახურება პოლიტიკურ პარტიებს, იუწყება ეპარქიის ოფიციალური საიტი.

მიმართვაში, რომელიც გამოქვეყნებულია რაშკო-პრიზრენის ეპარქიის საიტზე, ნათქვამია, რომ „სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანიზაციას“ და არ შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც „პლატფორმა“ ნებისმიერი ორგანიზაციებისთვის და მოძრაობებისთვის, რომლებიც პოლიტიკური შეკრებების ორგანიზატორები არიან.

„სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია - ამ მხარეში უძველესი სერბული სასულიერო და ნაციონალური დაწესებულებაა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე უწყვეტად მუშაობს, ქადაგებს სახარებას და ხალხს უფალი ქრისტეს რწმენის გარშემო აერთიანებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეპარქიაში აღნიშნეს, რომ „ერთგულ ადამიანებთან ერთად მღვდლობა და ბერობა  ყველაზე მძიმე პირობებშიც კი შენარჩუნებული და გადარჩენილი იქნება იმ მტკიცე რწმენის წყალობით, რომ მხოლოდ ღვთის იმედით ჩვენ შევძლებთ დავრჩეთ ისეთები, როგორებიც ვართ“.

ეპარქიაში ხაზი გაუსვეს, რომ „აბსურდულია მოლოდინი იმისა, რომ სმე, რომელიც ინარჩუნებს ჩვენი ხალხის ერთობას სულიერი ტრადიციის გარშემო და რომელმაც საუკუნეთა მანძილზე დაგვიცვა, გამოვა ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის მხარეზე“.

მიმართვაში ნათქვამია, რომ რაშკო პრიზრენის ეპარქია ხელმძღვანელობს პატრიარქ პავლეს მაგალითით და ამიტომ „ჩვენს სიწმინდეებში, მონასტრებში, სამრევლო ტაძრებში კრებს მორწმუნეებს, მოუწოდებს მშვიდობისკენ და მრავალრიცხოვან შეხვედრებზე საერთაშორისო მმართველებთან აქტიურად ადასტურებს პრობლემებს, რომლებსაც ჩვენი ხალხი აწყდება“.

ჩვენი ეკლესია იყო და არის ჩვენი ხალხის საყრდენი და ნუგეში და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სახარებისეულ მოწმობას ისე, როგორც შეეფერება ეკლესიას, როგორც სულიერების ინსტიტუტს. აი, რატომ არ გვსურს პოლიტიკურ კონფრონტაციაში ჩარევა და ჩვენს ხალხში უთანხმოების დანერგვა, აგრეთვე ვერ დავუშვებთ, რომ ეკლესიისა და ჩვენი სიწმინდეების რეპუტაცია გამოყენებული იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის“, - ხაზი გაუსვეს ეპარქიაში და აღნიშნეს, რომ ტაძრები არ უნდა გამოიყენებოდეს როგორც „პოლიტიკური პლატფორმები“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდი გამოვიდა განცხადებით კოსოვოში სიტუაციის შესახებ.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.