გვიახლოვდება უდიდესი საშინელება, - ალექსანდრიის პატრიარქი ისრაელისა და პალესტინის ომის შესახებ

პატრიარქი თეოდორე. ფოტო: vimaorthodoxias.gr

ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორე II-მ, ისრაელისა და პალესტინას შორის ომის კომენტირებისას, განაცხადა, რომ კაცობრიობას უფრო დიდი საშინელება ელოდება, იუწყება გამომცემლობა „რომფეა“.

„ჩვენ დავინახავთ მოვლენებს, რომლებიც უფრო დიდ სასოწარკვეთას გამოიწვევენ... ერთადერთი, რაც მინდა გირჩიოთ, - არ დაკარგოთ სიმამაცე, რომ  მომავალ მოვლენებთან შეხვედრა შეძლოთ“, - თქვა პატრიარქმა.

„გვიახლოვდება უფრო დიდი საშინელება. ვევედროთ მსოფლიოს ბელადს, მას, ვისაც ვემსახურები, შეიწყალოს ის ადგილი, სადაც ცხოვრობდა, იერუსალიმი. ვევედროთ მას, ვინც დიდი პატივი დაგვდო ეგვიპტეში მოსვლით თავის წმინდა ოჯახთან ერთად, როგორც ემიგრანტი და ღატაკი“, - თქვა ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურმა.

მანამდე მჟკ წერდა, რომ თალიბანმა მიმართა ირანს, იორდანიას და ირაკს თხოვნით, რომ მისცენ გასასვლელი ისრაელში ომში მონაწილეობის მისაღებად.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.