ქართულ მონასტერში ცდილობენ უნიკალური ფრესკების გადარჩენას

XII საუკუნის მოზაიკა, განთავსებული გელათის მონასტერში, წმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის აფსიდის კონქში. ფოტო: liveinternet.ru/users/ketevan

საქართველოში, წლის ბოლოსთვის გეგმავენ გელათის მონასტრის წმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის დროებით გადახურვას. კულტურული მემკვიდრეობის ნაციონალური სააგენტოს ცნობით, ტაძარს გადახურავენ თუნუქით, რომ მასში წყალი არ ჩავიდეს და XII–XVIII საუკუნეების უნიკალური ფრესკები არ დააზიანოს.

გადახურვის სამუშაოებს აწარმოებს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და კონტრაქტორი კომპანია -  „იკორთა 2007“.

შედეგად, სახურავის ქვედა რეგისტრების წუნდებულ ფილებს შეცვლიან ახლით, რომელიც ექსპერტების მიერაა შემოწმებული.

გელათის წმინდა ღვთისმშობლის შობის მონასტერი ქუთაისის მახლობლად მდებარეობს და შუასაუკუნეების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მონასტერია საქართველოში. მონასტერი მეფე დავით IV-მ დააარსა 1106 წელს. XVI-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე მის ტერიტორიაზე განთავსებული იყო საქართველოს კათალიკოსთა რეზიდენცია. გელათის მონასტერში XII–XVIII საუკუნეების ფრესკებია შემონახული.

როგორც ადრე მჟკ (მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი) იტყობინებოდა, საქართველოში გელათის შუასაუკუნეების სამონასტრო კომპლექსის ფრესკებს ციფრული სახით წარმოადგენენ.

სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს

სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.

ეკლესია წმინდა იოაკიმე და ანას მოიხსენებს

წმინდა იოაკიმე ანა ითვლება უშვილოთა შემწეთ, ისინი განსაკუთრებით ეწევიანთ მათ ვისაც შვილი არ ჰყავთ.

ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“

ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.

ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა

ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.

გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე

დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.