ბულგარეთის ხელისუფლება სწავლობს რუსეთის საკუთრების კანონიერებას რმე-ს კომპლექსზე
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი სოფიაში. ფოტო: Турнавигатор
ბულგარეთის პროკურატურა გადაამოწმებს სოფიაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შენობის (წმინდა ნიკოლოზის ტაძრის) საკუთრების სანოტარო აქტებს, რომელიც ეკუთვნის რუსეთის საელჩოს, იუწყება TASS.
„გავეცნობით იმ დოკუმენტებს, რის საფუძველზეც გაიცა საკუთრების სანოტარო აქტი. ჩვენ ასევე მოვითხოვთ დოკუმენტებს ჩვენი ეკლესიის კანონიკურობის შესახებ ამ ტაძარში საეკლესიო მსახურების ჩატარებასთან და მორწმუნეთათვის მასზე წვდომის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ იქ დაკრძალულია წმინდა სერაფიმე (სობოლევი - რედ.), რაც ეკლესიას აქცევს საჯაროდ ხელმისაწვდომ და საზოგადოებრივ შენობად“, - განაცხადა 2023 წლის 27 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე, პროკურორმა ილიანა კირილოვამ.
პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შემოწმება ქვეყნის პარლამენტის წევრებისა და ერთ-ერთი სამოქალაქო ასოციაციის შეტყობინების საფუძველზე მიმდინარეობდა. TASS იუწყება, რომ ტაძრის ოფიციალური მფლობელი ბულგარეთში რუსეთის საელჩოა, რომელსაც შესაბამისი სანოტარო აქტი აქვს.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ბულგარეთის პატრიარქმა ტაძარში მღვდლები დანიშნა, რომლებიც ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.