უმე-ს კლირიკოსს, რომელიც იარაღის გაყიდვის გამო დააკავეს, აეკრძალა მსახურება

უმე-ს მღვდელი, რომელსაც მსახურების უფლება ჩამოერთვა. ფოტო: ssu.gov.ua

2023 წლის 26 სექტემბერს ხერსონისა და ტავრიჩის მიტროპოლიტმა იოანემ მსახურება აუკრძალა უმე-ს მღვდელმონაზონ ვიქტორს (ინიაკინს), რომელიც უუს-ს თანამშრომლებმა დააკავეს იარაღითა და საბრძოლო მასალებით ვაჭრობის გამო. შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებული იყო ხერსონის ეპარქიის საიტზე.

თავის განჩინებაში მღვდელმთავარმა აღნიშნა, რომ კლირიკოსმა უხეშად დაარღვია საეკლესიო კანონები და  მღვდლის წოდებისთვის შეუსაბამო ქმედებები განახორციელა.

„ხერსონის ეპარქია მტკიცედ გმობს მღვდელმონაზონ ვიქტორის (ინიაკინის) ქმედებებს, რომლებიც წარმოადგენენ ცოდვას ღვთის წინაშე და დანაშაულს სახელმწიფოს წინაშე, ახდენენ ეკლესიის დისკრედიტაციას, თესავენ ცდუნებას საზოგადოებაში და ისინი შეიძლება გამოყენებული იყოს პროვოკაციის მიზნით“, - განაცხადეს უმე-ში.

უუს-ს მონაცემებით, კლირიკოსი იარაღისა და საბრძოლო მასალების არსენალს ინახავდა ხერსონში უმე-ს ახალი ტაძრის მშენებლობის ტერიტორიაზე და მრავალსართულიანი სახლის სარდაფში. ძალოსნებმა მღვდელი დააკავეს ფაქტზე, ორი სსკ „იგლას“ გაყიდვის დროს.

მამაკაცი  უკვე ცნეს ეჭვმიტანილად  უკრაინის კონსტიტუციის სტ. 263 ნაწ.1 (იარაღის, საბრძოლო მასალების ან ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო მოხმარება). სტატიის სანქცია ითვალისწინებს 7 წლამდე პატიმრობას.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ოდესაში უმე-ს დახმარებით დააკავეს ყოფილი კლირიკოსი, რომელიც ეხმარებოდა იმ პირებს, ვინც სამხედრო სამსახურს თავს არიდებდა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.