როგორც კი ლავრა ჩაბარდება, დაიწყება კიევის სხვა ეკლესიების წართმევა, - ადვოკატები

კიევ-პეჩერის ლავრასთან ლოცვით დგომა გრძელდება. ფოტო: Telegram-канал «Миряни»

კიევში უმე-ის ეკლესიების ჩამორთმევა გადაიდო იმის გამო, რომ თავდამსხმელებს არ შეუძლიათ გაარღვიონ მთავარი მართლმადიდებლური სალოცავის - კიევ-პეჩერის ლავრის დამცველების წინააღმდეგობა. ამის შესახებ უმე-ს თემების ინტერესების დამცველმა იურისტებმა ისაუბრეს კიევის ეპარქიის ობუხოვის ვიკარიატის სასულიერო პირთა შეხვედრაზე, წერს dialogtut.org.

„იყო ინფორმაცია, რომ დიდი თანხა ჩაირიცხა დარბევაზე პასუხისმგებელი იურიდიული ფირმების ჯგუფში“, - აცხადებენ ადვოკატები. – იყო მოსაზრება, რომ კიევის დანარჩენი ეკლესიების დასარბევად. აღმოჩნდა - ლავრის დასარბევად. ისინი აპირებდნენ ლავრის აღებას სამ დღეში. გვეეჭვება, რომ თვეზე მეტი აქტიური დაპირისპირებისატვის იყო ბიუჯეტი გათვალისწინებული. ეს მნიშვნელოვანია იცოდეთ ორიენტირებისთვის და იმის გასაგებად: სანამ ლავრა არ ნებდება, კიევის დარჩენილი მონასტრებისა და ტაძრების აღება გადაიდო. როგორც კი დამცველები ჩაბარდებიან, აქტივისტები მომდევნო ნაბიჯებს გადადგამენ რამდენიმე დღეში“.

როგორც მჟკ-მ დაწერა, უმე-ს თემის იურისტებმა ობუხოვის ვიკარიატის მღვდლებს უთხრეს, რომ მეუ-ში „გადასვლის“ დროს, დუმენკოელების სახელით ყველა საკითხს ზედამხედველობს „ერთი და  იგივე ცნობილი იურიდიული ფირმების ჯგუფი“, ძალიან დიდი ბიუჯეტით.

მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევ-პეჩერის ლავრას მაცხოვრებლებმა და აქტიურმა საერო პირებმა მართლმადიდებლებს მოუწოდეს, რომ სალოცავთან ყოველდღიურად მისულიყვნენ.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.