უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ ევროკავშირში 10 მილიონს გადააჭარბა

უკრაინის მოსახლეობის თითქმის მესამედი ევროპის ემიგრანტია. ფოტო: РБК-Украина

ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა ფრანგულ Sud Radio-ს ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 10 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.

იტალიაში, ლამპედუზაში მიგრანტების შემოდინების კომენტირებისას, ბრეტონმა აღნიშნა, რომ მიგრანტების პრობლემა ევროკავშირს ეხება არა მხოლოდ სამხრეთში.

„ჩვენ მივიღეთ 10 მილიონზე მეტი უკრაინელი მიგრანტი. მიგრაციის პრობლემა მხოლოდ სამხრეთი კი არა, აღმოსავლეთია“, - განაცხადა ევროკომისარმა და აღნიშნა, რომ უკრაინელი მიგრანტების ყველაზე დიდი პროცენტი ჩეხეთშია.

"მოსახლეობის 4%, 440 ათასი უკრაინელი მიგრანტი 9 მილიონიან ქვეყანაში - წარმოგიდგენიათ?"- ემოციურად მიუგო ბრეტონმა წამყვანს და დასძინა, რომ უნგრეთი და პოლონეთი სიამოვნებით იღებენ უკრაინელებს, სადაც უკრაინელებისთვის ადაპტაცია უფრო ადვილია.

მჟკ წერდა, რომ მ.ვ. ლაპუხის სახელობის დემოგრაფიისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის დირექტორის, ელა ლიბანოვას  განცხადებით , გამარჯვების შემდეგაც კი უკრაინელები შესაძლოა სიკვდილის სპირალში აღმოჩნდნენ.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.