ბოდიში თუ სასამართლო: იურიდიულ განყოფილებაში კომენტარი გააკეთეს კსსა-ის უფროსის მოადგილის სიტყვებზე უმე-ს შესახებ

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვლადიმერ პროკოპოვი. ფოტო: vechirniy.kyiv.ua

კსსა-ის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ პროკოპივმა ბოდიში უნდა მოიხადოს მორწმუნეთა წინაშე უმე-ს მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო და თუ ეს ასე არ მოხდება, ჩინოვნიკები მას პასუხისგებაში გადასცემენ. ამის შესახებ უმე-ს იურიდიული განყოფილების პრეს-სამსახურში განაცხადეს.

იქ აღნიშნეს, რომ თავის გამონათქვამებში უმე-ს შესახებ პროკოპივი შეგნებულად იყენებს გამოთქმას „მოსკოვის საპატრიარქო“, რომ ჩამოაყალიბოს კონფესიის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება და რელიგიათშორისი შუღლი გააღვივოს.

იურიდიულ განყოფილებაში თვლიან, რომ თავისი განცხადებებით კსსა-ის უფროსის მოადგილემ დაარღვია აკრძალვა ერთი რელიგიის მიერ სხვა რელიგიების მიმართ რაღაც უპირატესობების ან შეზღუდვების დაწესებაზე.

უმე-ში აგრეთვე განაცხადეს, რომ პროკოპივის ყველა ბრალდება, სადაც ის ეკლესიას „ფსბ-ს ფილიალს“ უწოდებს, არის ცრუ და მიმართულია უკრაინის მოქალაქეთა ერთი ნაწილის ზიზღის გაღვივებაზე მეორე ნაწილის მიმართ.

„იმ დროს, როდესაც მას (უმე-ს მრევლს, - რედ.) ტალახში სვრიან და ცილს სწამებენ, უმე-ს მრევლის უმრავლესობა ინარჩუნებს სუვერენიტეტს და უკრაინის ტერიტორუილ მთლიანობას, მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ვოლონტიორულ და ჰუმანიტარულ მისიებში“, - განაცხადეს უწყებაში.

ჩინოვნიკის სიტყვების კომენტირებისას, რომ აუცილებელია გადაიხედოს სამეურნეო ურთიერთობები კიევში უმე-ს მრევლებთან დაკავშირებით, იურიდიულ განყოფილებაში აღნიშნეს, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ ამტკიცებენ პროკოპივის წინასწარ განსაზღვრულ ქმედებებს რელიგიური ორგანიზაციების შეგნებულ დევნასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებთ ბატონ პროკოპივს ბოდიში მოუხადოს უმე-ს მრევლს, რომელსაც მან შეურახყოფა მიაყენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებთ ინიცირების უფლებას, რომ პასუხისგებაში გადავცეთ კიევის ქალაქის საბჭოს პარტიის „ევროპული სოლიდარობა“ ხელმძღვანელი“, - დაამატეს მეუ-ში. 

როგორც მჟკ იუწყებოდა, კიევის საბჭოში განაცხადეს, რომ უმე თავის ტაძრებში ფსბ-ს აგენტებს იფარებს.

ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“

ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.

ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა

ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.

გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე

დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.

დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა

ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.