ხერსონში, უმე-ის სულიწმინდის ტაძარს ცეცხლი გაუხსნეს

სულიწმინდის სახელობის საკათედრო ტაძარი ხერსონში. ფოტო: pravoslavie.ks.ua

სულიწმინდის სახელობის საკათედრო ტაძარი ხერსონში. ფოტო: pravoslavie.ks.ua

2023 წლის 10 სექტემბერს ხერსონში უმე-ის სულიწმინდის ტაძრის ტერიტორიაზე კასეტური ჭურვი ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაზიანდა ტაძრის ფასადი და ცენტრალური შესასვლელი. ამის შესახებ ხერსონის ეპარქიის პრეს-სამსახური იტყობინება.

მათი თქმით, დაბომბვა დილით, საკვირაო საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე მოხდა. ფასადის გარდა, საკათედრო ტაძრის რამდენიმე ოთახი დაზიანდა.

ეპარქიაში აღნიშნეს, რომ, ტაძრის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი ჭურვი არ აფეთქდა და დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც მჟკ იტყობინება, ხერსონში ეკატერინეს ტაძარს ცეცხლი გაუხსნეს.

პატრიარქი თეოფილე III: „საქართველომ თავისი სარწმუნოება მიიტანა იერუსალიმში“

იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი მიულოცა და ქართველი ხალხისა და წმინდა მიწის მრავალსაუკუნოვან სულიერ კავშირზე გაამახვილა ყურადღება.

მიტროპოლიტ კალისტრატეს დაბადებიდან 88 წელი შესრულდა

მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ხსოვნას პატივი მიაგო და მის სულიერ ღვაწლს მადლიერებით გამოეხმაურა.

წმინდა გაბრიელ სალოსის ხატებს და წმინდა ნაწილებს კანადის ოთხ ქალაქში მიაბრძანებენ

წმინდა გაბრიელ ქართველის ნაწილების შემცველი ხატისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „წილხვდომილობის“ ხატის მოგზაურობა კანადის ოთხ ქალაქში ღვთისმსახურებებით გაგრძელდება.

20 ოქტომბერს ეკლესია წმინდა ამბროსი აღმსარებლის ხსენებას აღნიშნავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ სიცოცხლე ეკლესიის, სამშობლოსა და ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას მიუძღვნა.

მიტროპოლიტმა გერასიმემ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დალოცა.

ჭიათურის საჯარო სკოლებში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები შეხვდნენ

სასულიერო პირებმა მოსწავლეებთან ადამიანის მისიის, ხედვისა და პერსპექტივის საკითხები განიხილეს.