მეუ-ს აქტივისტებმა პოლტავის ოლქის ქალაქ ლოხვიცში უმე-ს ხარების ტაძრის მიტაცება სცადეს

უმე-ის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი ლოხვიცაში. ფოტო: upload.wikimedia.org

2023 წლის 21 აგვისტოს მეუ-ს აქტივისტებმა  პოლტავის ოლქის ქალაქ ლოხვიცში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრის მიტაცება სცადეს. ამის შესახებ იუწყება უმე-ს კრემენჩუგის ეპარქიის პრეს-სამსახური.

უწყებაში ნათქვამია, რომ დუმენკოს მომხრეებს „სურდათ ტაძარში შესვლა, მაგრამ მორწმუნეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ არ სურდათ თავიანთი სიწმინდე დაეთმოთ მათთვის, ვისაც არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ტაძრის აღდგენაში და მისი მრევლიც კი არ არის“.

პრეს-სამსახურმა აღნიშნა, რომ ზაფხულის დასაწყისში „აქტივისტების“ ვლადიმერ ზინჩენკოს, ელიზავეტა საჩურასი და „სვობოდადან“ ქალაქის საბჭოს დეპუტატების ანატოლი ბილანისა და ნიკოლაი გოლინკოს ინიციატივით ლოხვიცში ადგილობრივი მოსახლეობის კრება ჩაატარეს, სადაც მრევლის დაუკითხავად ხარების ტაძარი მეუ-ში „გადაიყვანეს“ და „აირჩიეს“ მრევლის ახალი „თავი“. პოლტავის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი ლუნინის 2 აგვისტოს განკარგულებით, ხარების მრევლი მეუ-ში გადაარეგისტრირეს.

„ამრიგად, <...> ხდება უკრაინის კანონების პირდაპირი დარღვევა და ტაძრის რეიდერული მიტაცება“, - აღნიშნეს ეპარქიაში.

როგორც მჟკ იუწყებოდა, პოლტავის ოლქის სოფელ გარკუშინცაში მეუ-ს აქტივისტები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძარს ართმევენ.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.