ისლამისტები თავს დაესხნენ ქრისტიანულ ეკლესიებს პაკისტანში
დანგრეული ქრისტიანული ტაძარი ფეისალაბადში. ფოტო: orthodoxianewsagency.gr
პაკისტანში მუსლიმთა ბრბო არღვევს ქრისტიანულ ტაძრებს ჯარანვალში, სამრეწველო ზონაში ქალაქ ფაისალაბადში და ქრისტიანებს ყურანის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ, იუწყება Orthodoxia News Agency.
პოგრომები დაიწყო 2023 წლის 16 აგვისტოს, როდესაც მუსლიმებმა გაანადგურეს ხუთი ქრისტიანული ეკლესია და დაწვეს ათობით სახლი, სადაც ქრისტიანები ცხოვრობენ.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ქრისტიანებზე თავდასხმა პოლიციის ჩარევის გარეშე 10 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, თავის მხრივ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ამ ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ ყველაზე უარესი აღკვეთეს.
ამ დროისთვის, 128 მუსლიმი იყო პასუხისგებაში მიცემული ვანდალიზმისა და პოგრომში მონაწილეობისთვის. გარდა ამისა, ღვთის გმობის ბრალდებით დააკავეს ორი ქრისტიანი.
მოსახლეობის თქმით, ათასობით მუსლიმს, ადგილობრივი სასულიერო პირების მეთაურობით, არეულობის დროს რკინის ხელკეტები, დანები და ხანჯლები ეჭირა. ასობით ქრისტიანმა დატოვა სახლები და გაიქცა მეზობელ რაიონში.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანვარ ულ ჰაკ კაკარმა თქვა, რომ უმცირესობები ნებისმიერ ფასად უნდა იყოს დაცული და პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს ძალადობაში მონაწილე პირთა წინააღმდეგ.
„არავითარი დათმობა არ იქნება. შიში არ იქნება“, - განაცხადა მან მთავრობის პირველ სხდომაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
პაკისტანის ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლებმა მიმართეს ხელისუფლებას და მსოფლიო საზოგადოებას ქვეყანაში ქრისტიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მანამდე მჟკ წერდა, რომ პაკისტანმა მოუწოდა მუსლიმებს გაერთიანდნენ დასავლეთში ღვთის გმობის წინააღმდეგ.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.