მღვიმელი ბერი აღაპიტის ტაძარში ვანდალმა მაცხოვრის ხატი დააზიანა

2023 წლის 13 აგვისტოს საღმრთო ლიტურგიის დროს უცნობი მამაკაცი შევიდა კიევ-პეჩერის ლავრის, წმინდა მღვიმელი ბერი აღაპიტის ეკლესიაში და მაცხოვრის ხატს ორჯერ დაარტყა ქვა, რის შედეგადაც ხატის კიოტის მინა ჩაამტვრია. ინფორმაციას news.church.ua ავრცელებს.

თავდამსხმელი მორწმუნეებმა შეაჩერეს, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი გამოიძახეს. სამართალდამცავებმა თვითმხილველების ჩვენებები ჩაწერეს, მონასტრის ძმებმა დანაშაულის შესახებ განცხადება დაწერეს.

როგორც მჟკ-მ ადრე იუწყა, ლავრის დალუქულ შენობაში მსახურების ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გამოქვეყნდა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.