ოსტაპენკო: უცნობი პირები ლავრაში პროუკრაინელი ბერების პროვოცირებას ახდენენ
მაქსიმ ოსტაპენკო. ფოტო: скриншот трансляции «5 канала»
11 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, როდესაც ლავრის ნაკრძალის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მაქსიმ ოსტაპენკოს ჰკითხეს, მიიღებენ თუ არა მრევლს კიევ-პეჩერის ლავრაში ღვთისმსახურებაზე დასაწრებად, უპასუხა რომ უმე-ის მრევლს ახლა შეუძლია შეიკრიბოს ღვთისმსახურებაზე წმ. აღაპიტის, სერგი რადონეჟელისა და აღდგომის ეკლესიაში (ავღანურ). ქვედა ლავრის შენობაში შესვლა შეზღუდულია მასში დაუდგენელი პირების ყოფნის გამო.
ჩვენ მოგვიწია ქვემო ლავრის ობიექტების „მობილიზება“ კომისიის დღევანდელი მუშაობისთვის“, - განაცხადა ოსტაპენკომ.
მოგვიანებით, ,,მეხუთე არხის ეთერში’’ მან განმარტა, თუ რას გულისხმობდა:
„ბევრი ობიექტი, რომელიც მონასტერს გადაეცა, დაიწყო სხვა მიზნებისთვის გამოყენება, იქ სხვა იურიდიული პირები გამოჩნდნენ. დღეს კი ვხედავთ, რომ ზოგიერთი ობიექტი დაკავებულია მონასტრის წარმომადგენლებისგან, რომლებიც თავს არ წარადგენენ, რაც აფერხებს ნაკრძალის მუშაობას, აფერხებს ნაკრძალის ობიექტებთან წვდომას. ჩვენ კი იძულებულნი ვართ მივმართოთ სამართალდამცავებს და შევაჩეროთ შესვლა (ბერების და მონასტრის მუშაკების გარდა) ქვემო ლავრის ტერიტორიაზე, რათა დავადგინოთ, ვინ რჩება იქ, რა საფუძვლით და რა შემდგომი ქმედებებია საჭირო რათა უკანონოდ დაკავებული ფართები გაათავისუფლონ“, - განაცხადა მან.
მუზეუმის ხელმძღვანელის თქმით, ხედავს, რომ ეს უცნობი პირები მონაწილეობენ პროვოკაციებში როგორც ნაკრძალის, ისე ბერების წინააღმდეგ.
„ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სანამ ეს ადამიანები არ გაათავისუფლებენ სასტუმროს ფართს, საცალო ან სხვა ობიექტს, რომელიც მათ უკანონოდ უკავია, ჩვენ არ დავუშვებთ არაუფლებამოსილ პირებს ქვემო ლავრის ტერიტორიაზე. იმედი მაქვს, რომ ეს უხერხულობა დიდხანს არ გაგრძელდება, ”- იმედს გამოთქვამს ოსტაპენკო.
როგორც მჟკ იტყობინება, 10 აგვისტოდან ნაკრძალი ხურავს ქვემო ლავრაში შესასვლელს ყველასთვის, გარდა მღვდლების, ბერებისა და მონასტრის მუშაკებისა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.