უმე-ის ასობით მორწმუნე მსვლელობით მივიდა პოჩაევის ლავრაში
უმე-ის მორწმუნეთა მსვლელობა პოჩაევის ლავრაში. ფოტო: скриншот видео YouTube-канала «Мир»
2023 წლის 3 აგვისტოს, უმე-ის ასობით მრევლი მსვლელობით მივიდა წმინდა მიძინების პოჩაევის ლავრაში ქალაქ რატნედან, ვოლინის რეგიონიდან და კორეციდან, რივნეს რეგიონიდან. მსვლელობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა Mir YouTube არხმა.
უმე-ის ერთ-ერთმა მღვდელმა თქვა, რომ მორწმუნეთა ნაწილი მსვლელობით 27 ივლისს ვოლინიდან წამოვიდა, რივნის რეგიონიდან კიდევ 12 მომლოცველი წამოვიდა მსვლელობით 31 ივლისს.
გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ მომლოცველებს შორის არიან როგორც ბავშვები, ასევე ახალგაზრდები და მოხუცები.
მსვლელობის დასასრულს მორწმუნეებმა პოჩაევის გორაზე უკრაინის მიწაზე მშვიდობისთვის ილოცეს.
რივნის ეპარქიის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ მსვლელობაზე ტრადიციულად მოაბრძანეს ღვთისმშობლის კორეცკაიას ხატი „ცოდვილთა თავმდები“.
„წელს ჯვაროსნებმა გზის ნაწილი მანქანებით გაიარეს, ნაწილი კი ფეხით. გზად ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა“, - აცხადებენ ეპარქიაში.
პოჩაევის ლავრაში ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის წმინდა მთაზე დაბრძანების დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ზეიმი გაიმართება 5 აგვისტოს.
როგორც მჟკ იტყობინება, რივნეს რეგიონში „აქტივისტებმა“ პოჩაევისკენ მიმავალ მომლოცველებს გზა გადაუკეტეს.
მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა
19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.