უმე-მ სასამართლოში გაასაჩივრა ეთნოპოლიტიკის სახელმწიფო სამსახურის მიერ ჩატარებული ეკლესიის წესდების „ექსპერტიზა“
კიევ-პეჩერის ლავრის ადვოკატი დეკანოზი ნიკიტა ჩეკმანი. ფოტო: скриншот видео «Першого козацького»
კიევ-პეჩერის ლავრის ადვოკატმა, დეკანოზმა ნიკიტა ჩეკმანმა კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში შეიტანა სარჩელი უმე-ს მართვის წესდების „რელიგიური ექსპერტიზის“ უკანონობის შესახებ, რომელიც ჩაატარა ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურმა. ამის შესახებ იუწყება Telegram-არხის იურისტი.
მამა ნიკიტა სასამართლოს თხოვს ჩათვალოს კანონსაწინააღმდეგოდ და გააუქმოს ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანებები „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის წესდების რელიგიური ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ“ და 2023 წლის 27 იანვრის „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების რელიგიური ექპერტიზის ჩატარების უზრუნველყოფის დასკვნის დამტკიცების შესახებ, მოსკოვის საპატრიარქოსთან საეკლესიო-კანონიკური კავშირის არსებობის პირობებში“.
ადვოკატმა ხაზი გაუსვა, რომ „ექსპერტიზა ჩატარდა კანონმდებლობის უამრავი დარღვევით“ და მას ატარებდნენ „სუბიექტური ადამიანები, რომლებსაც უმე-ს მიმართ არაერთხელ გამოუხატავთ ნეგატიური დამოკიდებულება“.
„კანონიერი, ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს იმედი გვაქვს“, - დაამატა მამა ნიკიტამ.
როგორც მჟკ იუწყებოდა, მანამდე დეკანოზი ნიკიტა ჩეკმანი ყვებოდა იმის შესახებ , რომ ის ამზადებს სარჩელს, რომლითაც წამოიწყებს დავას ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის მიერ ორგანიზებულ უმე-ს მართვის წესდების „რელიგიურ ექსპერტიზის“ თაობაზე.
წაიკითხეთ ასევე
ფოთის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას მიტროპოლიტი გრიგოლი აღასრულებს.
ალავერდის მონასტერში თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა
შეხვედრის თემა წმინდა ნინოს ცხოვრება, მისი სულიერი ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებები იყო.
საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს
ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.
თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა
არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა
წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.