რადას კომიტეტმა ტკაჩენკოს გადადგომას მხარი არ დაუჭირა
უმაღლესი რადას ჰიმანიტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. ფოტო: Лига
ჰუმანიტარული პოლიტიკის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კულტურის მინისტრის ალექსანდრე ტკაჩენკოს გადადგომას, განაცხადა კომიტეტის წევრმა, ევროსოლიდარობის დეპუტატმა მიკოლა კნიაჟიცკიმ.
კნიაჟიცკიმ თქვა, რომ მან ხმა მისცა ტკაჩენკოს გადადგომას კომიტეტის წევრებთან ვლადიმერ ვიატროვიჩთან, სოფია ფედინასთან და ჯეო ლეროსთან ერთად. კომიტეტის დანარჩენი წევრები წინააღმდეგი იყვნენ“, - წერს სახალხო დეპუტატი.
თუმცა, პარტია,, გოლოსის’’ დეპუტატმა, იაროსლავ ჟელეზნიაკმა თქვა, რომ ეს კენჭისყრა ხელს არ შეუშლის შერცხვენილი მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას. უკვე არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მინისტრის გადადგომამდე შესაბამისი კომიტეტი რეკომენდაციას კი არ აკეთებს, არამედ გადაწყვეტილებას დარბაზში განსახილველად წარადგენს, აღნიშნა მან.
„აქედან გამომდინარე, ჰუმანიტარული კომიტეტის ეს გადაწყვეტილება ხსნის გზას საკითხის დარბაზში გადატანისკენ. პლენარულ დარბაზში ბატონ ტკაჩენკოს გაათავისუფლებენ“, - წერს სახალხო დეპუტატი.
შეგახსენებთ, 20 ივლისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრს კულტურის მინისტრ ტკაჩენკოს შემცვლელის პოვნა შესთავაზა. პრეზიდენტის თქმით, ომის პირობებში სახელმწიფოს მაქსიმალური ყურადღება და რესურსები თავდაცვის საჭიროებებზე უნდა იყოს მიმართული. კულტურული პროექტებისთვის კი გარე-საბიუჯეტო სახსრები უნდა მოიძიონ.
როგორც მჟკ იტყობინება, ტკაჩენკომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.