კულტურის სამინისტროს კომისია ლავრაში შენობების დასალუქად მივიდა

კულტურის სამინისტროს კომისია კიევ-პეჩორის ლავრაში. ფოტო: t.me/miryany

2023 წლის 4 ივლისს კიევ-პეჩორის ლავრაში მუშაობა დაიწყო კულტურის სამინისტროს მონასტრის შენობების დალუქვის კომისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნაკრძალის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაქსიმ ოსტაპენკო. ამის შესახებ მჟკ-ის კორესპონდენტი იტყობინება.

11:00 საათისთვის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ვერცერთ შენობაში შესვლას ვერ ახერხებდნენ მორწმუნეების გამო, რომლებმაც შენობის შესასვლელი დაბლოკეს.

კერძოდ, კომისიის წევრებმა სცადეს 69-ე კორპუსის დალუქვა, რომელშიც განთავსებულია ლავრას სასტუმრო კელიები, მაგრამ ვერ მოახერხეს, რადგან შენობის შესასვლელი მრევლმა გადაკეტა.

ამის შემდეგ კომისია ახლო ღვიმეებში ბერების 45-ე კელიისკენ გაიმართა.

კომისიას თან ახლდნენ „აქტივისტები“, რომლებიც რეგულარულად მართავენ აქციებს ქვემო ლავრასთან ეკლესიის მრევლისა და სასულიერო პირების წინააღმდეგ.

მონასტრის მთელ პერიმეტრზე მორიგეობენ სამართალდამცავები, ლავრას ადვოკატები და ნაკრძალის წარმომადგენლები.

როგორც მჟკ-ში განაცხადეს, კულტურის სამინისტრო ქვედა ლავრის ხუთი კორპუსის დალუქვით დაიმუქრა.

წაიკითხეთ ასევე

ფოთის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა

27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას მიტროპოლიტი გრიგოლი აღასრულებს.

ალავერდის მონასტერში თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა

შეხვედრის თემა წმინდა ნინოს ცხოვრება, მისი სულიერი ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებები იყო.

საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს

ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.

თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა

არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა

წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.