სასამართლომ ლავრას ნაცვალს შინაპატიმრობა კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივა
კიევ-პეჩორის ლავრის ნაცვალი, მიტროპოლიტი პავლე. ფოტო: t.me/u_now
კიევის სოლომენსკის რაიონულმა სასამართლომ კიევ-პეჩორის ლავრის ვიკარის მიტროპოლიტ პავლეს ორთვიანი შინაპატიმრობის ვადა ორი თვით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ,,სტრანა’’ იუწყება.
სასამართლომ მიტროპოლიტ პავლეს ელექტრონული სამაჯურის ტარება დაავალა და 2023 წლის 31 აგვისტომდე აუკრძალა კიევის რეგიონის სოფელ ვორონკოვში საცხოვრებელი ადგილის დატოვება.
სასამართლო სხდომაზე მიტროპოლიტმა პავლემ განაცხადა, რომ SBU-ს და "კიევ-პეჩორის ლავრის" ნაკრძალის წარმომადგენლებმა შესთავაზეს მას გამოძიებასთან თანამშრომლობა.
„მათ მითხრეს, რომ თუ დუმენკოს წინააღმდეგ არ გამოვალ და მხარს დავუჭერ ლავრას ბერების მეუ-ში გადაყვანას, ჩემს წინააღმდეგ ყველა საქმე დაიხურება“, - განაცხადა მან.
როგორც მჟკ იტყობინება, ლავრის მოადგილემ ომბუდსმენის ოფისს მისი რიგი უფლებების დარღვევის გამო მიმართა.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.