აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და დიდი ბრიტანეთის სსს-ს ხელმძღვანელმა ლონდონში უბკე-ის ტაძარი მოინახულეს
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, უბკე-ს ტაძარში ლონდონში. ფოტო: ugcc.ua
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლენკენმა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ალექსანდრე ბანკოვმა ლონდონში ყოვლადწმინდა ოჯახის სახელობის ბერძნულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი მოინახულეს, იუწყება უბკე-ის პრეს-სამსახური.
ვიზიტი შედგა უკრაინის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის წინადღეს, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქში იმართება.
სტუმრები მიიღო უწმინდესი ოჯახის სახელობის უკრაინის კათოლიკური ეპარქიის ეპისკოპოსმა კენეტი ნოვაკივსკიმ.
ბლინკენმა და კლევერლიმ აგრეთვე დაათვალიერეს ტაძარში არსებული დახმარების ცენტრი უკრაინიდან გადმოსახლებულთათვის, რომელიც 2022 წლის ნოემბერში ბრიტანეთის მეფემ ჩარლზ ІІІ და უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ ელენა ზელენსკიმ გახსნეს.
როგორც მჟკ წერდა, აშშ-ს სახემწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელსაც ენტონი ბლინკენი ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ არ სმენია იმის შესახებ, რომ უმე განიცდიდეს დევნას უკრაინის ხელისუფლების მხრიდან .
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.