უმე-ს წინამძღოლი სათავეში ჩაუდგა კსადს-ის გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას
კსას-ში ბაკალავრთა და მაგისტრთა გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა. ფოტო: news.church.ua
2023 წლის 7 ივნისს შედგა კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის აღზრდილების გამოშვება. საზეიმო ღონისძიებას მეთაურობდა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი, გვატყობინებს უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.
წინამძღოლმა აღავლინა საღვთო ლიტურგია აკადემიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. უნეტარეს მეუფესთან თანამსახურებდნენ უმე-ს საქმეთა მმართველი, კსადს-ის დამსახურებული პროფესორი მიტროპოლიტი ანტონი, უმე-ს წმინდა სინოდთან არსებული სასწავლო კომიტეტის მეთაური მიტროპოლიტი კლიმენტი, კიევის სასულიერო სკოლების რექტორი არქიეპისკოპოსი სილვესტრი, კსადს-ის სააღმზრდელო სამუშაოების კუთხით პრორექტორი ეპისკოპოსი ამბროსი, სხვა მღვდელმთავრები, პედაგოგები და სასულიერო სკოლების კურსდამთავრებულები სასულიერო ხარისხში.
ლიტურგიის დროს ლოცულობდნენ ბაკალავრები და მაგისტრები, მათი მშობლები და ახლობლები, პედაგოგები და სტუდენტები.
ღვთისმსახურების მონაწილეებმა ლოცვა აღავლინეს კიევის სასულიერო სკოლების პედაგოგისა და აწგარდაცვლილ არქიმანდრიტ რომანის (პოდლუბნიაკი) სულის მოსახსენებლად, რომელიც 1 ივნისს გარდაიცვალა.
უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმს კსადს-ის კურსდამთავრებულებს საღვთისმეტყველო ჯილდოები გადასცა.
წინამძღოლმა სასულიერო აკადემიის პედაგოგის, მღვდელმონაზონ გერმანეს (კოვაჩი) წმინდა ქიროტონია აღასრულა.
ლიტურგიის შემდეგ შედგა დიპლომების საზეიმო გადაცემა. ცერემონიის გახსნისას, კსადს-ის რექტორმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელი კურსდამთავრებულები თავიანთ მსახურებას იწყებენ ძალიან რთულ პირობებში.
„ახლა ძალიან, ძალიან რთული დროა არა მხოლოდ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ საერთოდ ქრისტიანობისთვის - ხაზი გაუსვა არქიეპისკოპოსმა სილვესტრმა. - რადგანაც ნებისმიერი ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს - ეს არის არა ბრძოლა უმე-ს წინააღმდეგ, არამედ საერთოდ მართლმადიდებლური ეკლესიისა და იმათ წინააღმდეგ, ვისაც ნამდვილად სურს, რომ ეს ეკლესია დარჩეს ისეთად, რომელიც ჩვენ მივიღეთ წმინდა მამებისგან, მოციქულებისგან, ღირსი მამებისგა, ჩვენი წინამძღვრებისა და მასწავლებლებისგან“.
უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ მიულოცა კსადს-ის პედაგოგებსა და აღსაზრელებს სასწავლო წლის დასრულება და დარიგება მისცა კურსდამთავრებულებს მომავალი მსახურებისა და სახარების ქადაგებისთვის.
„ბევრ რამეს, რაც ისწავლეთ, რასაც სწავლობთ და იცით, თქვენ უკვე ხორცი შეასხით თქვენს ცხოვრებაში და ფლობთ გარკვეულ სასულიერო გამოცდილებას, მაგრამ ბევრი რა, იმ ცოდნის დიდი ნაწილი, რომელიც გაგაჩნიათ, თქვენ უნდა გამოიყენოთ ცხოვრებაში, - განაცხადა წინამძღოლმა. - თქვენ თავად უნდა იცხოვროთ ამ კანონებითა და წესებით, და მაშინ ქადაგებას, თქვენს სიტყვას ექნება დიდი ძალა და ავტორიტეტი. ის, ეს სიტყვა, შეიძლება არის ძალიან მაღალფარდოვანი, მაგრამ ის იქნება ქმედითი, ის ადამიანებზე იმოქმედებს“.
უნეტარესმა მეუფემ ბაკალავრებსა და მაგისტრებს გადასცა დიპლომები სასულიერო განათლების მიღების თაობაზე და სამახსოვრო საჩუქრები.
ადრე, მჟკ გვატყობინებდა, რომ კიევის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შედგა სასწავლო საბჭოს სხდომა, რომელზეც შეაჯამეს სასწავლო წლის შედეგები.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.