პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა ჩერკასის მიტროპოლიტი ფეოდოსის საქმე

ჩერკასის მიტროპოლიტი ფეოდოსი. ფოტო: pravlife.org

ჩერკასის ოლქის პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა საბრალდებო დასკვნა ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტი ფეოდოსის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის რეგიონული დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გამოძიება მიტროპოლიტ ფეოდოსს ედავება რელიგიური სიძულვილის გაღვივებას (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე ნაწილი) და რუსული აგრესიის გამართლებას (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 436-2 მუხლის მე-2 ნაწილი და მე-3 ნაწილი).

სბუ ირწმუნება, რომ „2020 წელს ეპარქიის ვებსაიტის შექმნის ფაქტი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის შაბლონების მიხედვით რუსული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით“ ადასტურებს უმე-ის იერარქის მიერ რუსული აგრესიის „გამართლებას“.

კერძოდ, მიტროპოლიტმა ფეოდოსმა, მისი ქვეშევრდომის მეშვეობით, სავარაუდოდ „აავსო ეპარქიის ვებსაიტი დესტრუქციული შინაარსით პრო-კრემლის ინტერნეტ რესურსებიდან“.

სბუ-მ ასევე აღნიშნა, რომ ეპისკოპოსის მიერ „რუსული აგრესიის გამართლება“ ასევე დასტურდება იმით, რომ საიტის მომხმარებლებს „ჰქონდათ შესაძლებლობა თვალყური ადევნონ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის რუსული პროპაგანდის გვერდებს“.

„გამოძიების თანახმად, სასულიერო პირმა საჯარო განცხადებებში სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს შორის, ოფიციალურ კომენტარებში გაავრცელა მიმართვები, რომლებიც არღვევს მოქალაქეთა თანასწორობას მათი რასის, ეროვნების, რელიგიური კუთვნილებისა და მრწამსის მიხედვით“, - დასძინა სბუ-ს პრესსამსახურმა.

როგორც მჟკ იტყობინება, ჩერკასის მიტროპოლიტ ფეოდოსს სადღეღამისო შინაპატიმრობა შეეფარდა.

წაიკითხეთ ასევე

ფოთის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა

27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას მიტროპოლიტი გრიგოლი აღასრულებს.

ალავერდის მონასტერში თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა

შეხვედრის თემა წმინდა ნინოს ცხოვრება, მისი სულიერი ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებები იყო.

საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს

ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.

თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა

არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა

წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.