ნეტარი ონუფრი წმინდანია და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, სასულიერო პირი შვეიცარიიდან

უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი და სამუილ მილკო(უნეტარესის მარცხნივ) კიევ-პეჩორის ლავრასთან ლოცვით დგომაზე. ფოტო: СПЖ

ქალაქ ბაზელის (შვეიცარია) წმინდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური ტაძრის მკითხველმა სამუილ მილკომ კიევ-პეჩორის ლავრას საიტზე განთავსებულ ინტერვიუში თქვა, რომ  უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრისთან შეხვედრისას იგრძნო ეპისკოპოსის სიწმინდე.

„მე მასთან პირადად არ მისაუბრია, მაგრამ ორჯერ შევეხე და კურთხევა მივიღე“, - განაცხადა სასულიერო პირმა. - ერთხელ - როცა ლოცვა აღავლინა ლავრის გასასვლელში, ასე ვთქვათ პირველად და მეორედ - სააღდგომო წირვის შემდეგ მისალმებაზე, როცა მიულოცა ძმებს, სემინარიის სტუდენტებს, შემდეგ კი მას ვაჩუქე კრიალოსნები, რომლებიც მივამაგრე მღვიმელი ბერების სიწმინდეებზე. <...> რა თქმა უნდა, მასთან შეხვედრის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ის წუთები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამეგო, ის ნამდვილად წმინდანია და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის“.

სამუილის თქმით, ნეტარი ონუფრის გვერდით „სული გრძნობს საოცარ სიმშვიდეს“.

„ლავრაში ეს ორჯერ ვიგრძენი: ბერების სიწმინდეებთან, სადაც დავკარგე კავშირი მიწიერ რეალობასთან და მეორედ, მეუფე ონუფრისთან ლოცვით დგომაზე, როცა მის ხელს შევეხე და კურთხევა მივიღე. “ - განაცხადა სამუილ მილკომ.

როგორც მჟკ წერდა, ადრე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსებმა უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრის შეხვედრის შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.