ქსელში ზედა ლავრის ობიექტების შემაძრწუნებელი მდგომარეობა აჩვენეს

ნაკრძალის კუთვნილი ობიექტი ზემო ლავრაში. ფოტო: скриншот видео facebook.com/1kozaktv

ქსელში აჩვენეს ზედა ლავრის ობიექტების შემაძრწუნებელი მდგომარეობა, რომლებიც კიევ-პეჩერის ნაციონალურ ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალს ეკუთვნიან.

ზედა ლავრის ობიექტების ვიდეო თავის რეპორტაჟში «Перший Козацьки»-ს ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს.

„გავიხსენოთ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ზედა ლავრის 90% სახელმწიფოს მფლობელობაში, იგივე კულტურის სამინისტროს კონტროლის ქვეშ იყო. რა მდგომარებაშია ის დღეს? რამდენად კარგად უძღვებოდა სახელმწიფო სავანის მიტაცებული ნაწილის მოვლა-პატრონობას? მოდით, ერთად ვნახოთ. ჩავატაროთ ზედა ლავრაში პატარა ექსკურსია“, - აღნიშნეს ჟურნალისტებმა. 

ჟურნალისტებმა აჩვენეს, რომ ობიექტებზე, რომლებიც ნაკრძალს ეკუთვნიან, კედლები ჩამოხეულია, ბევრი შენობა დაბზარულია.

„შეიძლება ამ ბზარების სკოჩით დაწებება, განსაკუთრებით ყვითელ-ლურჯით, მაშინ ნამდვილად ჩაგვეთვლება. თავიდანვე ეტყობა, რომ ეს უღმერთო მოხელეების ტრადიციაა“, - დაამატეს ჟურნალისტებმა.

„წიგნის ბეჭდვის მუზეუმი ლავრაში - აქ არა მარტო ჩამოხეულია, არამედ გაჯიც ცვივა“, - აღნიშნეს რეპორტაჟში. 

„ტალახის, უკიდურესი ზიზღისა  და იაფფასიანი პროვოკაციების გამო ჩვენ დაგვავიწყდა ფორმალური არგუმენტები, რომელთა გამო კულტურის სამინისტრო  ვითომ წყვეტს მონასტერთან ქირავნობის ხელშეკრულებას და ლავრიდან აძევებს უმე-ს. ამ ფსევდოარგუმენტებს შორის  ყველაზე მისაღებია თეზისი იმის შესახებ, რომ მონასტერი ვითომ ცუდად ზრუნავს... მონასტერზე. ოღონდ არ გაგეცინოთ. სწორედ ასეთი ლოგიკა აქვთ. კულტურის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რაღაც კომისიამ იპოვა რაღაც დარღვევები ლავრის კომპლექსის შენობების მოხმარებაში,  მათი არასათანადო მდგომარეობა აღმოაჩინა და სწორედ ამიტომ ნაკრძალმა ნანგრევებისგან აღდგენილი სიწმინდე უნდა მიიტაცოს. რა დარღვევებზეა ლაპარაკი, მათ არ აღიარეს, ეტყობა, სამხედრო საიდუმლოა, ის მაგალითები კი, რომელთა მოყვანას ისინი ცდილობდნენ, ისევ მაგათ წინააღმდეგ მეტყველებდნენ, ვინაიდან სიცრუეს წარმოადგენდნენ. უმე-ს ხელში ლავრა გაბრწყინდა და აბრჭყვიალდა, „5 არხის“ შოკოლადის პროპაგანდისტებიც კი იძულებულები იყვნენ ეღიარებინათ ეს ფაქტი და თავიანთ „სთრიმებში“ ეჩვენებინათ ის“, - დაასკვნეს «Перший Козацьки»-ს რეპორტაჟში.

როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, ნაკრძალის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ლავრა კულტურის თანამედროვე ცენტრი უნდა გახდეს.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.