უცნობმა პირებმა უფლებადამცველი ვიქტორია კოხანოვსკაია გაიტაცეს

უფლებადამცველი ვიქტორია კოხანოვსკაია. ფოტო: spzh.news

უცნობმა პირებმა გაიტაცეს მართლმადიდებელი უფლებადამცველი ვიქტორია კოხანოვსკაია, რომელიც პირველივე დღეებიდან იცავდა კიევ-პეჩორის ლავრას. მის ფეისბუქ გვერდზე პირდაპირ ეთერში გავრცელდა კადრები თუ როგორ სვამენ უცნობი მამაკაცები ძალის გამოყენებით მანქანაში.

კიევ-პეჩორის ლავრაში მჟკ-ს წყაროების ცნობით, კოხანოვსკაიას გატაცება შეეძლო პოლიციის თანამშრომლებს. გატაცების მიზეზი ლავრას 39-ე კორპუსის გატეხილი კარების დღევანდელი ინციდენტი გახდა, რომელიც დილით ეროვნული ნაკრძალის წარმომადგენლებმა დალუქეს.

ვიდეოში კოხანოვსკაია გატაცების მომენტში ყვირის, შემდეგ ჩუმდება. შემდეგ ჩანაწერში ერთ-ერთი გამტაცებელი ამბობს: „მან (კოხანოვსკაიამ, - რედ.) დაიწყო  სცენების დადგმა, ჩვენთან მოვიდა, მერე ვითომ გონება დაკარგა, მე ის მანქანაში ჩავტენე, ჯანდაბა, და ჩვენ ახლა მოგვყავს."

უცნობმა პირებმა გაიტაცეს უფლებადამცველი ვიქტორია კოხანოვსკაია ფოტო 1

უცნობმა პირებმა გაიტაცეს უფლებადამცველი ვიქტორია კოხანოვსკაია ფოტო 2

სკრინშოტები მანქანიდან, რომელშიც გამტაცებლები იმყოფებოდნენ

მოგვიანებით კოხანოვსკაიას ფეისბუქის გვერდზე გაჩნდა პოსტი: „ჩვენი პოლიცია ჩვენ გვიცავს და მე და პაშა დაგვაკავეს“, მაგრამ კომენტარებში ხალხი ამ პოსტს არ იჯერებს და თვლის, რომ ის შესაძლოა გამტაცებლების მიერ გამოქვეყნებულიყო.

როგორც მჟკ იტყობინება, პოლიციამ ლავრას დამცველების წინააღმდეგ საქმე „ხულიგნობის“ ბრალდებით აღძრა.

ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“

ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.

ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა

ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.

გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე

დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.

დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა

ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.