ზაპოროჟიეს მახლობლად, აღდგომის ღამეს, რაკეტამ გაანადგურა უმე-ს ეკლესია
უმე-ს დანგრეული ტაძარი კამიშევახაში. ფოტო: Укринформ
2023 წლის 16 აპრილს ზაპოროჟიის რაიონის ქალაქ კამიშევახაში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესია რაკეტის დაცემის შედეგად განადგურდა. ამის შესახებ "უკრინფორმი" იუწყება. დაბომბვა აღდგომის ღამეს მოხდა. ხელისუფლებამ ღამის მსახურების ჩატარება აკრძალა და საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.
„რუსებმა ღამით დაბომბეს კამიშევახა S-300 რაკეტებით. რომელთაგან ერთი ეკლესიას დაეცა. ეს არის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, ჩვენი ცენტრალური ეკლესია სოფელ კამიშევახაში. ღვთის წყალობით და ჩვენი სასულიერო პირების საღი გონების წყალობით, იმ დროს არც ღვთისმსახურება იყო და არც ხატისპურის კურთხევა ხდებოდა, რადგან აქ, როგორც წესი, ძალიან ხალხმრავლობაა“, - განაცხადა კუშუგუმის თემის ხელმძღვანელმა იური კარაპეტიანმა.
წინამძღვრის, მამა ვლადიმერის თქმით, სააღდგომო ღვთისმსახურება დილის 5 საათზე უნდა დაწყებულიყო.
„იყო ინსტრუქცია, არ ჩატარებულიყო ღამის მსახურება სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო. დილის 5 საათზე ვგეგმავდით ღვთისმსახურების ჩატარებას და ხატისპურების კურთხევას. დაახლოებით 2:30 საათზე აფეთქების ხმა გაისმა“, - განაცხადა მღვდელმა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ივერიის მონასტერი ოდესაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.