კლიჩკომ კიეველებს აღდგომის ღამეს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა

ვიტალი კლიჩკო. ფოტო: ukrinform.ua

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მოუწოდა დედაქალაქის მოსახლეობას აღდგომის ღამეს სახლში დარჩნენ და უპირატესობა მიანიჭონ ღვთისმსახურების პირდაპირ ტრანსლირებას ეკლესიებიდან, იუწყება kyivcity.gov.ua.

„შეგახსენებთ, რომ აღდგომის დღესასწაულების აღნიშვნა წელს საომარი მდგომარეობის პირობებში მიმდინარეობს. დედაქალაქის მოსახლეობას ვთხოვ აღდგომის ღამეს სახლში დარჩეს და წირვას პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი. დაიმახსოვრეთ კომენდანტის საათი 00:00 საათიდან 05:00 საათამდეა“, - განაცხადა კლიჩკომ.

მან აღნიშნა, რომ მერიამ მიმართა რელიგიური თემების ლიდერებს თხოვნით, შეზღუდონ მასობრივი რელიგიური მსახურებების ჩატარება და უზრუნველყონ რელიგიური სტრუქტურებიდან მაქსიმალურად ონლაინ მაუწყებლობა უკრაინულ ტელეარხებზე და ინტერნეტის საშუალებით.

„უკრაინა აგრძელებს ცხოვრებას საომარ მდგომარეობაში, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ შეგნებული მოქალაქეები და ვიმოქმედოთ სამხედროების რეკომენდაციების შესაბამისად, თავიდან ავიცილოთ ხალხის მასობრივი შეკრება. იმიტომ, რომ მტერი მზაკვრულია და შეუძლია დღესასწაულებზე პროვოკაციების ან დაბომბვის მოწყობა“, - დასძინა მერმა.

როგორც ადრე მჟკ იტყობინებოდა, კიევის ხელისუფლებამ მორწმუნეებს აღდგომის ღამეს ეკლესიებში დარჩენის უფლება მისცა.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.