უმე-ის სინოდის წევრები პრეზიდენტის ოფისში ზელენსკისთან შესახვედრად მივიდნენ
უმე-ს წმინდა სინოდის წევრები. ფოტო: страница митрополита Антония в Facebook
უმე-ის წმინდა სინოდის წევრები უკრაინის პრეზიდენტის აპარატის შენობასთან მივიდნენ, რათა შეხვდნენ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურს ვოლოდიმირ ზელენსკის. ამის შესახებ ფეისბუქზე უმე-ის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა.
"უმე-ის წმინდა სინოდის წევრები მივიდნენ პრეზიდენტის ოფისთან უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად", - წერს იგი.
პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი უკვე მივიდა უმე-ის ეპისკოპოსებთან „მიმართვის ასაღებად“. თუმცა, სინოდის წევრები დაჟინებით ითხოვენ ვოლოდიმერ ზელენსკი პირადად შეხვდეს მათ.
შეგახსენებთ, რომ დღეს უმე-ის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სადაც განიხილებოდა კიევ-პეჩერის ლავრისა და მისი მაცხოვრებლების მომავალ ბედთან დაკავშირებული საკითხები. სინოდის წევრებს ასევე მოუწიათ უკრაინის მოქალაქეების რელიგიური თავისუფლების დარღვევაზე მსჯელობა.
როგორც მჟკ იტყობინება, უმე-ს კიევ-პეჩერის ლავრიდან აძევებენ.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.