რადამ დაარეგისტრირა კანონპროექტი ერთსქესიანთა პარტნიორობის შესახებ

უკრაინის უმაღლესი რადა. ფოტო: detector.media

2023 წლის 13 მარტს უმაღლესმა რადამ დაარეგისტრირა No9103 კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში ერთსქესიანთა კავშირის ლეგალიზაციას. ამის შესახებ პარტია ,,გოლოსის’’ დეპუტატმა ინა სოვსუნმა Facebook-ზე განაცხადა.

„თანაავტორობას შეუერთდა ჩემი 17 კოლეგა ფრაქციებიდან „ხმა“ და „ხალხის მსახური“. ...> მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მერყევი დეპუტატების დარწმუნება“, - აღნიშნა კანონპროექტის ავტორმა.

უმაღლესი რადას ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კანონპროექტის ტექსტის მიხედვით, „რეგისტრირებული პარტნიორობა“ არის „ერთი და იგივე სქესის ორი ზრდასრული ადამიანის ოჯახური კავშირი“. ერთსქესიანთა „პარტნიორობის“ რეგისტრაციას რეესტრის ოფისი განახორციელებს.

კანონპროექტი შემუშავდა, ძირითადად, ათასობით უკრაინელი სამხედროსთვის, რომლებიც ლგბტ თემის წარმომადგენლები არიან, ხაზგასმით აღნიშნეს დოკუმენტის ავტორებმა.

დეპუტატები დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი საკანონმდებლო ინიციატივების შემოღება არის „გადაუდებელი საჭიროება“ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე.

„ახლა ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა, იმის გათვალისწინებით, რომ საომარი მოქმედებების მომდინარეობის გამო ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მუდმივად საფრთხე ემუქრება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სამხედროების უფლებების დაცვა. ვინაიდან ათასობით მათგანს არ შეუძლია ურთიერთობის დარეგისტრირება, რადგან მათთან მათი პარტნიორები ერთი სქესისანი არიან“, - ნათქვამია ახსნა-განმარტებაში.

ამავდროულად, მათ აღნიშნეს, რომ საქორწინო ურთიერთობების რეგულირებაში ნებისმიერი ცვლილების შემოღება შესაძლოა სენსიტიური იყოს გარკვეული რელიგიური კონფესიებისთვის:

„იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებაში ქორწინების ინსტიტუტი მყარად არის დაკავშირებული რელიგიასთან, რეგისტრირებული პარტნიორობა ალტერნატივაა საპირისპირო სქესის წყვილებისთვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან არცერთ რელიგიურ კონფესიას“.

კანონპროექტში ასევე მითითებულია, რომ ერთსქესიანი პარტნიორები იძენენ „ერთმანეთთან შედარებით პირველი ხარისხის ოჯახის წევრის“ სტატუსს.

როგორც მჟკ იტყობინება, გოლოსის სახალხო დეპუტატმა ინნა სოვსუნმა განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება გეი ქორწინებები დასავლური დემოკრატიის გულისთვის.

წაიკითხეთ ასევე

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.