კულტურის სამინისტრომ მინიშნება გააკეთა, თუ როგორ შეიძლება ბერები ლავრაში დარჩნენ
ალექსანდრე ტკაჩენკო. ფოტო: newsae.ru
უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ ტელემარეთონის ეთერში განაცხადა, რომ უმე-ის დარჩენა კიევ-პეჩერსკის ლავრის ტერიტორიაზე შემოწმების დასრულების შემდეგ არ შეჩერდება, თუმცა, უმე-ის ბერებმა უნდა გადაწყვიტონ როგორ დარჩნენ იქ, რაც მიანიშნებს მეუ-ზე გადასვლაზე, იუწყება hromadske.ua.
„არავინ ამბობს, რომ ბერების ცხოვრება ლავრაში რევიზიის დასრულების შემდეგ დასრულდება. მაგრამ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ბერებმა გადაწყვიტონ, როგორ დარჩნენ ლავრაში“, - თქვა მან.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ შეეძლოთ ბერებს ლავრაში დარჩენა, მინისტრმა უპასუხა: „მათ ეს კარგად იციან“ და დასძინა, რომ 11 მარტს იგი გაესაუბრა მღვდლებს, რომლებიც უმე-დან მეუ-ში გადავიდნენ.
ტკაჩენკო ირწმუნება, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა სიტუაცია, თუ უმე უარს იტყოდა ლავრის ტერიტორიის დატოვებაზე.
„სააუდიტორო კომისიაში შედიან როგორც სბუ-ს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები“, - განმარტა კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ლავრა სალოცავად და რელიგიური ცერემონიებისჩატარების ადგილად დარჩება.
„მაგრამ ამავდროულად, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სახელმწიფო აკონტროლებს ყველა ღირებულების შენარჩუნებას და განაახლებს და გამოაცოცხლებს ზემო და ქვემო ლავრის ცხოვრებას, რომელიც, სამწუხაროდ, მრავალი წელია თავის ნებაზეა მიშვებული“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 10 მარტს, უმე-მა მიიღო გაფრთხილება კიევ-პეჩერის ლავრის ეროვნული ნაკრძალისგან, დაეტოვებინა მონასტრის შენობები 29 მარტამდე. ამგვარი მოთხოვნის დასაბუთებად მიეცა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნები მონასტრის მიერ სახელმწიფო ქონების სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შესახებ.
როგორც ადრე მჟკ წერდა, ტკაჩენკომ სიწმინდეებს "ექსპონატები" უწოდა და მათი გადახედვის პირობა დადო.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.