24 თებერვალს, უმე-ის ყველა ეკლესიაში აღწვლინება ლოცვა უკრაინის მცველებისა და ომში დაღუპულთათვის

პანაშვიდი და ასევე ლოცვები აღესრულება უმე-ს ყველა ეკლესიასა და მონასტერში ომში დაღუპულთათვის. ფოტო: news.church.ua

2023 წლის 24 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების წლისთავზე, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, უნეტარესი მიტროპოლიტ ონუფრის ლოცვა-კურთხევით, პანაშვიდი და ასევე ლოცვები  აღესრულება უმე-ს ყველა ეკლესიასა და მონასტერში  ამ ომში დაღუპულთა, უკრაინის დამცველებისა და მათი ოჯახებისთვის. ამის შესახებ უმე-ის ინფორმაციისა და განათლების დეპარტამენტი იტყობინება.

კიევის მიტროპოლიამ 21 თებერვალს შესაბამისი ცნობა გაუგზავნა ყველა ეპარქიის ეპისკოპოსს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „სასულიერო პირებმა, ბერებმა და მორწმუნეებმა ეს დღე მარხვაში უნდა გაატარონ“.

როგორც მჟკ იტყობინება, მანამდე მისმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას შეწყვიტონ უკრაინელების მკვლელობა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.