აშშ-ში გამოჩნდა უმე-ის მხარდასაჭერი პეტიცია
უმე-ს წინამძღვარი მიტროპოლიტი ონუფრი. ფოტო: news.church.ua
ამერიკული მართლმადიდებლური უფლებადამცველი ორგანიზაციის Orthodox Reflections-ის ვებგვერდზე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდასაჭერი პეტიცია გამოჩნდა. პეტიციას უკვე 600-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
დოკუმენტის ავტორებმა აღნიშნეს, რომ უმე მრავალი წლის განმავლობაში იდევნებოდა ხელისუფლების მიერ და ამის მიუხედავად, უკრაინელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მათ ეკლესიას, მისი უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრის მეთაურობით:
უკრაინაში მართლმადიდებელი ქრისტიანების წინააღმდეგ მიმართული ადამიანის უფლებების დარღვევა მოიცავს: სამრევლოების იძულებით ჩამორთმევას/დახურვას, უკანონო დაპატიმრებებს, ფიზიკურ ძალადობას, წმინდა ადგილების შეურაცმყოფელ ჩხრეკას, წმინდა ადგილების შეურაცხყოფას, სამრევლოებსა და სალოცავებზე განზრახ ფოკუსირებას სამხედრო თავდასხმის მიზნით და ფიზიკური დაშინების აქტები, – წერენ ისინი. - ბოლო დროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინის ეკლესიას მათ ტერიტორიაზე ფუნქციონირებაც კი აუკრძალა. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი დაემუქრა აკრძალვას ქვეყნის მასშტაბით. კიევ-პეჩერსკის ლავრის მთავარი ეკლესიები ამოღებულია უმე-ის იურისდიქციისგან და სქიზმატიკოსებს უფლება აქვთ გამოიყენონ ისინი ღვთისმსახურებისთვის“.
ავტორებმა ასევე მოუწოდეს მსოფლიო რელიგიურ და უფლებადამცველ ორგანიზაციებს დაგმონ და მოითხოვონ უმე-ს დევნის დაუყოვნებელი შეწყვეტა.
„ამიტომ, ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერები, მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებული შტატების კანონიკურ მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა ასამბლეას, დასავლეთის ყველა მართლმადიდებლურ იურისდიქციას, ყველა ოფიციალურ მართლმადიდებლურ სამინისტროსა და უმაღლეს სასწავლებელს, ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციას, რომის კათოლიკურ ეკლესიას, ყველა სხვა კეთილი ნების მქონე ქრისტიანული ორგანიზაციას და ყველას, ვისაც ეს ეხება, დაუყოვნებლივ მოამზადონ განცხადებები, რომლებიც დაგმობენ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დევნას და მოითხოვენ მათ დაუყოვნებლივ შეწყვეტას“, - ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც მჟკ იტყობინება, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებსაიტზე გამოჩნდა პეტიცია „არ აკრძალოთ უმე“.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.