უმე-ის მხარდასაჭერად პეტიციამ უკვე შეაგროვა თითქმის 20 ათასი ხელმოწერა
უმე-ს ლიტანიობა. ფოტო: news.church.ua
პეტიციამ „ნუ აკრძალავთ უმე-ს“ მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზე 18 908 ხელმოწერა შეაგროვა - მთავრობის მიერ შემდგომი განხილვისთვის აუცილებელი საჭიროების 75,6%.
პეტიციის ავტორები ითხოვენ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არ აკრძალოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია მისი წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების გამო.
მათი თქმით, უმე-ის აკრძალვის მცდელობა გამოიწვევს საზოგადოების დემორალიზაციას და შესაძლოა ემსახურებოდეს რუსეთის ფედერაციის ფარულ ინტერესებს ომის პირობებში უკრაინელების გაყოფასთან დაკავშირებით.
ხელმოწერების შეგროვების დასრულებამდე დარჩა 62 დღე.
როგორც მჟკ იტყობინება, მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდზე გამოჩნდა პეტიციის „ნუ აკრძალავთ უმე“-ს კლონები.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.