რუმინელი დეპუტატი: რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს უმე-თან აკეთებს სრული სიგიჟეა
რუმინეთის პარლამენტის წევრი დუმიტრუ-ვიორელ ფოშა. ფოტო: romania.postsen.com
რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის წევრმა დუმიტრუ-ვიორელ ფოშამ მკაცრად დაგმო უკრაინის ხელისუფლების ქმედებები უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ.
"მეუ არის პოროშენკოს პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ზელენსკიმ გააგრძელა, ხელოვნურად შექმნილი "ეკლესია", რომელმაც მიიღო მსოფლიო პატრიარქის ბართლომეს კურთხევა, რამაც დიდი დაბნეულობა გამოიწვია უკრაინაში", - თქვა პოლიტიკოსმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში. - უმე-ს მღვდლები ექვემდებარებიან მიტროპოლიტ ონუფრის და არავითარ შემთხვევაში არ აპირებენ მეუ-ში გადასვლას. მას შემდეგ, რაც მეუ-ს აქვს პრეზიდენტის მხარდაჭერა, შეიარაღებული ადამიანები და სბუ-ს ოფიცრები ჩხრეკითა და მუქარით მოდიან უმე-ის ტაძრებში, უნერგავენ შიშს მღვდლებს, იძულებით ხდიან მათ სამოსს და უღებენ სურათებს. ეს სრული სიგიჟეა!"
დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ბართლომეს კურთხევამ დიდი უთანხმოება დათესა და მიტროპოლიტი ლონგინი (ჟარი) თავის ქადაგებაში ძალიან მკაცრად საუბრობს პატრიარქის ქმედებებზე“.
პარლამენტარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუმინეთის მართლმადიდებლური თემების სამღვდელოება, რომელიც უმე-ის წიაღში იმყოფება, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდის: „მღვდელი,ეთნიკურად რუმინელი, რომელმაც მოგვიყვა რა ხდება ჩერნივცის რაიონში, ძალიან შეშინებულია. ...> რასაც ზელენსკი აკეთებს, დენაციონალიზაცია ჰქვია. რუმინელ მღვდლებს ატერორებენ და აიძულებენ დატოვონ უკრაინის ავტონომიური კანონიკური ეკლესია და შევიდნენ ახალ პოლიტიკურ „ეკლესიაში“.
როგორც მჟკ იტყობინება, მანამდე რუმინელმა ყოფილმა დეპუტატმა ჟელუ ვიშანმა რუმინეთის ტელეარხის ეთერში განაცხადა "იმ დანაშაულებზე, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლება სჩადის უფლის მსახურების წინააღმდეგ".
წაიკითხეთ ასევე
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა
წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.
მიტროპოლიტი იოანე პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა
22 სექტემბერს მიტროპოლიტი იოანე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
ხაშურში საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრა შედგა
საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრაზე ქართული ჰაგიოგრაფიისა და წმინდა ნინოს შესახებ ლექციებს ქეთევან მამასახლისი და მაკა ჩხაიძე წაიკითხავენ.
წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღე აღინიშნება პოკონოში
წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს პოკონოში სამღვდელმთავრო ლიტურგია აღევლინება.
ქეთევანობის სადღესასწაულო ღამისთევა ალავერდის საკათედრო ტაძარში გაიმართება
ღამისთევის მსახურებისას მორწმუნეებს დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ.
24 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 300 არაგველთა ხსენებას აღნიშნავს
1795 წლის კრწანისის ბრძოლაში სამშობლოსთვის დაღუპული მებრძოლები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად არიან შერაცხული.